მარტვილიიდან XIV შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 30 აგვისტოს (12 სექტემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 1-5. [დას. რლ(130)]:
1 კორ. IV: 1 † (ძმანო, †) ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი. 2 ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე (იპოოს)* [იპოვოს]**. 3 ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინათუ კაცობრივისაგან დღისა***; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ, 4 რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არათუ ამით განვმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს. 5 ამისთჳს ნუ წინაჲსწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** შდრ. კომენტარი: „«კაცობრივად დღედ» ყოველსავე კაცობრივსა სიტყუასა უწოდს. ... არა განვიკითხვი ... არავისგან კაცობრივისა ამის დღეკეთილობასა მიდევნებულისა და საწუთროჲსა ამის დამონებულისა კაცისა“ (ეფრ. II, 197).
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIII, 1-12. [დას. ჟგ(93)]:
მთ. XXIII: 1 მაშინ † (მას ჟამსა შინა †) ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა 2 და ჰრქუა: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. 3 ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. 4 რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი. 5 და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი, 6 უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის 7 და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ჰხადოდიან კაცნი: @რაბი! რაბი!^ 8 ხოლო თქუენ ნუ იწოდებით @რაბი^, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. 9 და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. 10 ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე. 11 ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. 12 ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.