29 აგვისტოს (11 სექტემბერს): წმიდა იოვანე ნათლისმცემლის თავისკვეთის საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XIV, 1-13. [დას. ნზ(57)]:
მთ. XIV: 1 მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი. 2 და ჰრქუა მონათა თჳსთა: „ესე არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“. 3 რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა; 4 რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად“. 5 და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. 6 და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი, 7 რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს. 8 ხოლო იგი წინაჲსწარბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: „მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი ნათლისმცემელისაჲ“. 9 და შე-ღათუ-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანამეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას. 10 და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. 11 და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. 12 და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს. 13 ხოლო ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.
საქმჱ მოციქულთაჲ, XIII, 25-32. [დას. ლგ(33)]:
საქმ. XIII: 25 † (მათ დღეთა შინა, †) ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: „ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ, ესერა, მოვალს შემდგომად ჩემსა, რომლისა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა“. 26 კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრა(ჰ)*ამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა, 27 რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს. 28 და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოვეს, და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი. 29 და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს ძელისაგან და დადვეს საფლავსა, 30 ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, 31 რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსრულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ. 32 და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ (ქმნილსა)* [ქმნულსა]** მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ…
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VI, 14-30. [დას. კდ(24)]:
მკ. VI: 14 და ესმა ჰეროდეს მეფესა, † (მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს მეფესა ჰამბავი იესუჲსი †) რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: „იოვანე ნათლისმცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს და მისთჳს იქმნებიან ძალნი მის თანა“. 15 და სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „ელია არს“, ხოლო სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი არს ვითარცა ერთი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“. 16 ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: „რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით“. 17 რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე და კრულ-ყო იგი საპყრობილესა შინა ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად. 18 რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმისცოლი შენი“. 19 ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა. 20 რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი, და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. 21 და ვითარცა იყო დღე მარჯუე, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა, 22 და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანამეინაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: „მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ“. 23 და ეფუცა მას, ვითარმედ: „რაჲცა ითხოვო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა“. 24 ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: „რაჲ ვითხოვო?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ“. 25 და შევიდა ქალი იგი მსწრაფლ მეფისა და ჰრქუა: „მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლანკნითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ“. 26 და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანამეინაჴეთა არა ინება შეურაცხყოფაჲ ქალისაჲ მის. 27 და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. 28 ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუემითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა. 29 და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა. 30 და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.
† † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.