მარტვილიიდან XIV შვიდეულის ხუთშაბათისა და პარასკევის [2020 წელს იკითხება – 28 აგვისტოს (10 სექტემბერს)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XIV შვიდეულის ხუთშაბათისა და პარასკევის [2020 წელს იკითხება – 28 აგვისტოს (10 სექტემბერს)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

 

ხუთშაბათისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-10, 20-II, 5. [დას. რჟჱ(198)]:

გალ. I: 1 † (ძმანო, †) პავლე, მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით; 2 და ჩემ თანა ყოველნი ძმანი ეკლესიათა გალატიაჲსათა, 3 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ, მამისა და უფლისა იესუ (ქრისტესა)* [ქრისტესსა]**, 4 რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, 5 რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ. 6 მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად, 7 რომელ სხუა არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი. 8 არამედ დაღათუ ჩუენ გინათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ! 9 ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ! 10 აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ. 20 და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა-ესერა, წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი. 21 და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა. 22 ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ; 23 გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა. 24 და ადიდებდეს (ჩემთჳს)* (ჩემ შორის)** ღმერთსა. II: 1 მერმე, მეათოთხმეტესა წელსა, კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა. ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა. 2 ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის: ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი. 3 არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად, 4 შემოსრულთა მათთჳს ძმათა მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ, 5 რომელთაჲ ჟამ-ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

ხუთშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, V, 1-20. [დას. ით(19)]:

მკ. V: 1 და მოვიდეს † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას გადარინელთასა. 2 და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული, 3 რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები, და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი. 4 რამეთუ მრავალგზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა. 5 და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა. 6 და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა, 7 ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: „რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე“. 8 რამეთუ ეტყოდა მას იესუ: „სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან!“ 9 და ჰკითხა მას: „რაჲ არს სახელი შენი?“ და ჰრქუა მას: „ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ“. 10 და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა. 11 და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი. 12 და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: „მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ“. 13 და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას, და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა. 14 ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲძი არს, რომელი-იგი იქმნა. 15 და მოვიდეს იესუჲსა. და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი, და შეეშინა. 16 და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა მისთჳს. 17 და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. 18 და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს. 19 და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: „წარვედ სახიდ შენდა, თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა“. 20 და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.

 

პარასკევისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 6-10. [დას. სა(201)]:

გალ. II: 6 ხოლო მათ, † (ძმანო, †) რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი (ყოფილ ოდესმე იყვნეს)* [ვითარ-რაჲმე იყვნეს ოდესმე]**, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის, რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს, 7 არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრესწინადაცუეთილებისაჲ, 8 რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ. 9 და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ. 10 გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ (ამისა)* [ამისსა]** ყოფად.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

პარასკევისა: მკ. V, 22-24, 35-VI, 1. [დას. (20)]:

მკ. V: 22 და აჰა, მო-ვინმე-ვიდა მისა † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუჲსა †) ერთი შესაკრებლისმთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 23 და ევედრებოდა მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: „ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს“. 24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი. 35 მოვიდეს შესაკრებლისმთავრისანი მის და ეტყოდეს: „ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?“ 36 ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთმთავარსა მას: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო“. 37 და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი. 38 და მოვიდა სახლსა მას შესაკრებელთმთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი. 39 და შევიდა და ჰრქუა მათ: „რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს“. 40 და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმისაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი იგი ყრმაჲ. 41 და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: „ტალითა კუმი!“ (რომელ არს თარგმანებით: «შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!») 42 და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად (რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ). და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად. 43 და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არვინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი. VI: 1 და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.

 

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.