2020 წლის 27 აგვისტოს (9 სექტემბერს): მარტვილიიდან XIV შვიდეულის ოთხშაბათისა და ღირსი პიმენ დიდის  სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

2020 წლის 27 აგვისტოს (9 სექტემბერს): მარტვილიიდან XIV შვიდეულის ოთხშაბათისა და ღირსი პიმენ დიდის  სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

 

ოთხშაბათისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 3-13. [დას. რჟზ(197)]:

2 კორ. XIII: 3 † (ძმანო, †) ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის, 4 რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისსა მიმართ, არამედ ვცხოვნდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ. 5 თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს, გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ? 6 ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ. 7 ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ; რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ, 8 რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრისსიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო, 9 რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ და თქუენ ძლიერ იყვნეთ, რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა. 10 და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალუხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად. 11 ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინისცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა. 12 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორისყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი. 13 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამენ.

 

ოთხშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, IV, 35-41. [დას. (18)]:

მკ. IV: 35 მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „წიაღვჴდეთ მიერ კერძო“. 36 და დაუტევეს ერი იგი, და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, დასხუაჲცა ნავები, რომელ იყო მის თანა. 37 და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38 და თავადი იყო პირით-კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: „მოძღუარ, არას ზრუნავა, რამეთუ წარვწყმდებით?“ 39 და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: „დადუმენ და პირი დაიყავ!“ და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40 და ჰრქუა მათ: „რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?“ 41 და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: „ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“

 

† † † † † † †

 

ღირსისა პიმენისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22 ხოლო † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. გალ. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

ღირსისა პიმენისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IV, 25-V, 12. [დას. ი(10)]:

მთ. IV: 25 და მისდევდა მას † (მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს †) ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ იორდანით. V: 1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. 2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: 3 „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ. 5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. 6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. 7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 9 ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. 10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. 12 გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა...“

 

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.