მარტვილიიდან XIV შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 26 აგვისტოს (8 სექტემბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XII, 20-XIII, 2. [დას. რჟვ(196)]:
2 კორ. XII: 20 რამეთუ † (ძმანო, †) მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მე მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე (გეპოო)* [გეპოვო]** თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს; ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულისწყრომანი, ძჳრისზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი. 21 ნუ, კუალად მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინაჲსწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არაწმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს. XIII: 1 აჰა-ესერა, მესამედ მოვალ თქუენდა: „პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ“. 2 წინაჲსწარ-ვთქუ და აწცა წინაჲსწარ-ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და შორით აწ – წინაჲსწარშეცოდებულთა მათ და სხუათა ყოველთა: და რამეთუ, უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარა ვჰრიდო.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, IV, 24-34. [დას. იზ(17)]:
მკ. IV: 24 და ეტყოდა მათ: † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის. 25 რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას“. 26 და ეტყოდა მათ: „ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა 27 და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, 28 რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. 29 და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ“. 30 და ეტყოდა: „რასა ვამსგავსოთ სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს? 31 ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. 32 და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად“. 33 და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. 34 და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.