2020 წლის 25 აგვისტოს (7 სექტემბერს): მარტვილიიდან XIV შვიდეულის ორშაბათისა და ბართლომე და ტიტე მოციქულთა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ორშაბათისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XII, 10-19. [დას. რჟე(195)]:
2 კორ. XII: 10 ამისთჳს † (ძმანო, †) სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ, რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები. 11 ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს. რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე, რამეთუ ჯერ-იყო ჩემდა, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე, რამეთუ არცა ერთითა რაჲთ დავაკლდი ზეშთასრულთა მათ მოციქულთაგან, დაღათუ არარაჲ ვარ. 12 არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა, 13 რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე. 14 აჰა-ესერა, მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა და არავე დაგიმძიმო თქუენ; რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ – თქუენ, რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი – შვილთა. 15 ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათჳს; რაოდენ უფროჲს მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე. 16 იყავნ უკუე, რამეთუ მე თჳთ (არაჲ)* [არა]** დაგიმძიმე თქუენ; არამედ ვიყავ მეცნიერ და ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ. 17 ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-რაჲმე-გაანგაჰრე თქუენ? 18 ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ. ნუ მომე-რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა? 19 კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუა-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
ორშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, IV, 10-23. [დას. ივ(16)]:
მკ. IV: 10 და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: † (მას ჟამსა შინა, მოუჴდეს მოწაფენი იესუს მხოლოსა და ჰკითხეს მას: †) „რაჲ არს იგავი ესე?“ 11 ხოლო იგი ეტყოდა მათ: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. 12 რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ, და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი“. 13 და ჰრქუა მათ: „არა იცითა იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისხმა-ჰყვნეთ? 14 რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. 15 ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ, და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. 16 და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან; 17 და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან. 18 და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან, 19 და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის, და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. 20 და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან: ოცდაათეული, სამოცეული და ასეული“. 21 და ეტყოდა მათ: „ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? 22 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. 23 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“
მოციქულთა: ტიტჱსა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-4; II, 15-III, 3, 12-13, 15. [დას. ტ(300)]:
ტიტ. I: 1 პავლე, მონაჲ ღმრთისაჲ და მოციქული ქრისტე იესუჲსი, სარწმუნოებისაებრ რჩეულთა ღმრთისათა და მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რომელ არს ღმრთისმსახურებისაჲ, 2 სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა, რომელი-იგი აღუთქუა უტყუველმან ღმერთმან უწინარეს ჟამთა საუკუნეთა, 3 ხოლო გამოაცხადა ჟამთა თჳსთა სიტყუაჲ იგი მისი ქადაგებითა, რომელი მარწმუნა მე ბრძანებითა ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, 4 ტიტეს, (ერთგულსა)* [საკუთარსა***]** შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნოებისა, – მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა. II: 15 ამას ეტყოდე და ნუგეშინის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა. ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ. III: 1 მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფებათა დამორჩილებად და სარწმუნოყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ, 2 ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალველ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა, 3 რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულისთქუმათა და გემოთა მრავალთა; უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთას. 12 ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტჳქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაჲ. 13 ზენან შჯულისმწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ და ნუმცა რაჲ აკლს მათ. 15 გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაჲ არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ სარწმუნოებით. მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამენ.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე.ი «ნამდვილ», «ჭეშმარიტ» [შვილს]. შდრ. ABC: «ერთგულსა»...
მოციქულთა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, მთ. V, 14-19. [დას. ია(11)]:
მთ. V,: 14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.