მარტვილიიდან XIII კვირიაკის [2020 წელს: 24 აგვისტოს (6 სექტემბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XIII კვირიაკის [2020 წელს: 24 აგვისტოს (6 სექტემბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

 

სახარება II: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XVI, 1-8. [დას. (70)]:

მკ. XVI: 1 და † (მას ჟამსა შინა, †) ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2 და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა 3 და იტყოდეს ურთიერთას: „ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?“ 4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით-კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6 ხოლო მან ჰრქუა მათ: „ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა; აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი. 7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: „აჰა-ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ“. 8 და მათ, ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ, და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

 

კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XVI, 13-24. [დას. რჲვ(166)]:

1 კორ. XVI: 13 † (ძმანო, †) მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით. 14 ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ. 15 ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი, 16 რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ და ყოველსავე თანაშემწესა და მშრომელსა. 17 ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფორტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, 18 რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი. 19 [მო]**გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი (ასიისანი)* [ასიაჲსანი]**; [მო]**გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა (თანამკჳდრითურთ)* [სახლეულითურთ]** მათით (კრებულით)* [ეკლესიით]**. 20 [მო]**გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორისყოფითა წმიდითა. 21 კითხვაჲ ჴელითა ჩემითა, პავლესითა. 22 რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, (მარანათა) [მარან ათა***]**! 23 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა (ქრისტეს)* [ქრისტე]** იესუჲს მიერ. ამენ.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** «უფალი მოვიდა»  (ეფრ. II, 340).

 

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 33-42. [დას. პზ(87)]:

მთ. XXI: 33 სხუაჲ იგავი ისმინეთ: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. 34 და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. 35 და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. 36 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. 37 ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: „შე-ხოლოთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“. 38 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, თქუეს გულსა მათსა: „ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“. 39 და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს. 40 რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ?“ 41 ჰრქუეს მას: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“. 42 ჰრქუა მათ იესუ: „არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: «ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა»?“

 

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.