2022 წელს: 14(27) ივნისს

მარტვილიიდან III შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) [2022 წელს: 14(27) ივნისს]; და: წინასწარმეტყველისა ელისესი (I და IV ქართულებიდან) სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 1-13. [დას. ჟდ(94)]:

რომ. VII: 1 ანუ არა უწყითა, ძმანო (რამეთუ † [ძმანო, †] მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ), ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენჟამ ცოცხალ არს იგი? 2 რამეთუ ქმრისცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. 3 აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. 4 ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის, მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა, 5 რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი (გამოვიღოთ სიკუდილისა; 6 ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი)* [ნაყოფის-შემწირველ იქმნეს სიკუდილისა; 6 ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისაგან და მომკუდარ ვართ მისგანცა, რომლითა]** შეპყრობილ-ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა. 7 რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულისთქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: «ნუ გული-გითქუამნ». 8 მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულისთქუმაჲ, რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს. 9 ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა, 10 და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად, 11 რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა. 12 ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. 13 აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IX, 36-X, 8. [დას. ლდ(34)]:

მთ. IX: 36(ბ) † (მას ჟამსა შინა, ვითარცა იხილა იესუ †) ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. 37 მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. 38 ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა“. X: 1 და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. 2 ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად, სიმონ (რომელსა ეწოდა პეტრე) და ანდრეა, ძმაჲ მისი; იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი; 3 ფილიპე და ბართლომე; თომა და მატთეოს მეზუერე; იაკობ ალფესი და ლებეოს (რომელსა ეწოდა თადეოს); 4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. 5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, 6 არამედ მივედით უფროჲს-ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: «მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ». 8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“.

† † † † † † †

წინასწარმეტყველისა ელისესი (I და IV ქართულებიდან): იაკობ მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ V, 10-20. [დას. ნზ(57)]:

იაკ. V: 10(ბ) † (ძმანო, სახედ გაქუნდინ, †) ძჳრისხილვისა და სულგრძელებისა წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა. 11 აჰა-ესერა, ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი გასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ მრავალმოწყალე არს და შემწყნარებელ. 12 ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი „ჰჱ“ – ჰე, და „არაჲ“ – არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ. 13 შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ; 14 უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა, 15 და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას. 16 აღუვარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ (ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად)* [ფრიადი ძალ-უც ლოცვასა მართლისასა თანა-შეწევნულსა]**. 17 ელია კაცივე იყო, მსგავსი ჩუენი, და ლოცვაჲ ილოცა არაწჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თთუე, 18 და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი. 19 ძმანო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის შესცთეს ჭეშმარიტებისაგან და, თუ ვინმე მოაქციოს იგი, 20 უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

წინასწარმეტყველისა ელისესი (I და IV ქართულებიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IV, 22-30. [დას. იდ(14)]:

ლკ. IV: 22(ბ) † (მას ჟამსა შინა უკჳრდა ერთა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან იესუჲსა, †) და იტყოდეს: „ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?“ 23 და თავადმან ჰრქუა მათ: „მრქუათ სამე იგავი ესე: («მკურნალო, განიკურნე თავი შენი». და ჰრქუეს მას: „რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა“;)* [«მკურნალო, განიკურნე თავი შენი. რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა»“.]** 24 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაჲსწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა. 25 ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თთუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა. 26 და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა. 27 და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაჲსწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური“. 28 და აღივსნეს ყოველნი გულისწყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე. 29 და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი. 30 ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †