2022 წელს: 15(28) ივნისს

მარტვილიიდან III შვიდეულის სამშაბათისა [2022 წელს: 15(28) ივნისს]; და: წინასწარმეტყველისა ამოსისა (I და IV ქართულებიდან) სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 14-VIII, 2. [დას. ჟე(95)]:

რომ. VII: 14(ბ) † (ძმანო, †) უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა, 15 რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ. 16 ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანამოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს. 17 აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ, 18 რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა, კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა-მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოვებ, 19 რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. 20 ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. 21 ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა-მიც? 22 რამეთუ თანამნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. 23 და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინაგანეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. 24 უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? 25 ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა – შჯულსა ცოდვისასა. VIII: 1 (არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ)* [არაღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ მათდა, რომელნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერნი არიან]**, 2 რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ X, 9-15. [დას. ლე(35)]:

მთ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, 10 ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. 11 რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ, ვინ მას შინა ღირს-იყოს, და მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე*. 12 და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: «მშჳდობაჲ სახლსა ამას!» 13 და უკუეთუ სახლი იგი ღირს-იყოს, მოვედინ** მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს-იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. 14 და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. 15 ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“.

† † † † † † †

* [სქოლიო 11**]: „გამოიკითხეთ, ვინ მას შინა ღირს-იყოს, და მუნ დაადგერით“ – პირველი ხაზგასმა სახეზეა მხოლოდ ხანმეტსა და ჰადიშურში (შდრ. X: „რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ ანუ დაბასა, გამოხიკითხეთ, რომელი მას შინა ღირს ხიყოს, ... ვიდრე გამოსლვამდე“; C: „რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ ანუ დაბასა, გამოიკითხეთ, რომელი მას შინა ღირს იყოს, და მუნ დაიყოვნეთ ვიდრე გამოსლვამდე“), მეორე კი – ჰადიშურში, Lect-ში, ექვთიმესეულში და გიორგისეული რედაქციის J-ში (ხანმეტს ტექსტი აკლია), მაშინ როცა ერთიცა და მეორეც სახეზეა ყველა ბერძნულ ნუსხასა და სხვაენოვან თარგმანებში (ბერძნულისთვის შდრ. ες ν δ' ν πλιν κμην εσλθητε, ξετσατε τς ν ατξις στι· κκε μενατε ως ν ξλθητε).

† † † † † † †

წინასწარმეტყველისა ამოსისა (I და IV ქართულებიდან): კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIV, 20-25. [დას. რნვ(156)]:

1 კორ. XIV: 20 ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით, 21 რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: «უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი», – იტყჳს უფალი. 22 ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაჲსწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს. 23 აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენათა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: „სცთებით“ გინათუ („ჰბორგთ?“)* [„ჰბორგთ“?]** 24 ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაჲსწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ემხილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ. 25 და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

და: წინასწარმეტყველისა ამოსისა (I-ქართულიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XI, 47-54. (?) [დას. ჲბ(62)]:

ლკ. XI: 47 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წინაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი. 48 ეწამებით სამე და თანასათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ. 49 ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: «მოვავლინნე მათა წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოსწყჳდნენ და დევნნენ»; 50 რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, 51 სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან. 52 ვაჲ თქუენდა, შჯულისმოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შეხუალთ და შემავალთა აყენებთ“. 53 და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა. 54 და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი. [XII: 1 რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ...“]

† † † † † † †

ან: წინასწარმეტყველისა ამოსისა (IV-ქართულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIII, 29-39. [დას. ჟვ(96)]:

მთ. XXIII: 29 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა 30 და იტყჳთ: «უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა». 31 ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი. 32 და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. 33 გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა? 34 ამისთჳს, აჰა-ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად, 35 რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა (ბარუქისა)* [ბარაქიასი]**, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. 36 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. 37 იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა. რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა-სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ. 38 აჰა-ესერა, დაეტევოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, 39 რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: «კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა»“.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †