2022 წელს: 13(26) ივნისს

მარტვილიიდან II კვირიაკისა; და: ყოველთა წმიდათა [2022 წელს: 13(26) ივნისს]; და: მღდელმოწამისა ანთიმ (ანთიმოზ) ივერიელისა საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

საცისკრო სახარება II: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XVI, 1-8. [დას. ო(70)]:

მკ. XVI: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა, †) ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2 და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა 3 და იტყოდეს ურთიერთას: „ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?“ 4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით-კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6 ხოლო მან ჰრქუა მათ: „ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა; აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი. 7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: „აჰა-ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ“. 8 და მათ, ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ, და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

† † † † † † †

რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 10-16. [დას. პა(81)-შუა]:

რომ. II: 10 † (ძმანო, †) დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა: ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა, 11 რამეთუ არა არს თუალთღებაჲ ღმრთისა თანა, 12 რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ. 13 რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი მართალ წინაშე ღმრთისა, არამედ მოქმედნი შჯულისანი განმართლდებიან, 14 რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს, ამათ, რამეთუ შჯული არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან, 15 რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა თანამოწამებითა მათდა სჳნიდისისა მათისაჲთა, და შორის ურთიერთარს გულისსიტყუანი შეასმენდენ გინა განამართლებდენ 16 დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესუ ქრისტეს მიერ.

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IV, 18-23. [დას. თ(9)]:

მთ. IV: 18(ბ) † (მას ჟამსა შინა, †) იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ*, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. 19 და ჰრქუა მათ: „მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“. 20 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. 21 და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. 22 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას. 23 და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.

† † † † † † †

* [სქოლიო 2]: „სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი" აღნიშნული სახელი ორგვარად გვხვდება „ახალი აღთქმის“ ბერძნულ ორიგინალში, მათ შორის მოციქულ პეტრეს სახელად. დამოწმებათა უდიდესი ნაწილი იცავს ფორმას Σίμων. <...> თუმცა შვიდ შემთხვევაში სახეზეა ფორმა Συμεών (ლკ. 2.25; 2.34; 3.30; საქმ. 13.1; 15.14; II პეტრ. 1.1; გამოცხ. 7.7). ეს ფორმა ძველ ქართულად გადმოიცემა როგორც „სჳმეონ“ და იგი წმინდა წერილში გამოყენებულია სვიმეონ მიმრქმელისა და იაკობ მამათმთავრის მეორე ძის სვიმეონის მიმართ, თუმცა ორგზის გვხვდება პეტრე მოციქულის სახელადაც (შდრ. საქმ. 15.14; II პეტრ. 1.1), რაც ზოგჯერ ასახულია თარგმანებში, ზოგჯერ კი შენაცვლებულია ზემომითითებული პირველი ფორმით. <...> აღნიშნული ფორმობრივი ორგვარობა ზედმიწევნითაა წარმოდგენილი სახარება-ოთხთავის ძველ ქართულ თარგმან-რედაქციებში, რასაც, ცხადია, არ ვცვლით.

† † † † † † †

ყოველთა წმიდათა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 33-XII, 2. [დას. ტლ(330)]:

ებრ. XI, 33(ბ) † (ძმანო, ყოველნი წმიდანი †)  სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა; მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი; 34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ; განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ. 35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი, ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს, და არა (მოიღეს)* [მიიღეს]** მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს-იქმნენ; 36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა; 37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, 38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა. 39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არღა მოიღეს აღნათქუემი იგი, 40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ. XII, 1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი*** ჩუენდა (სიმრავლე)* [ღრუბელი****]** წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და – მსწრაფლმომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს.

† † † † † † †    

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «ზედამდებარე» (περικείμενον).

**** ABCLect: «სიმრავლე» (νέφος ...).

† † † † † † †

ყოველთა წმიდათა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IV, 25-V, 12. [დას. ი(10)]:

მთ. IV: 25(ბ) † (მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს †) ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ იორდანით. V: 1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. 2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: 3 „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ. 5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. 6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. 7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 9 ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. 10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. 12(ა) გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.

† † † † † † †

მღდელმოწამისა ანთიმოზისა (I-ქართულიდან): ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი,  XIII, 7-16. [დას. ტლდ(334)]:

ებრ. XIII: 7 † (ძმანო, †) მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9 მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11 რომელთაჲ-იგი შეიწირვის საცხოვართა(ჲ)* სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13 აწ უკუე განვიდეთ (მისა)* [მისსა]** გარეშე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ, 14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა (საყოფლად)* [საყოფელად]** ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15 (ამისთჳს)* [ამის მიერ]** შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთა და (აღსარებასა)* [აღსაარებასა]** სახელისა მისისასა. 16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

მღდელმოწამისა ანთიმოზისა (I-ქართულიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 2-12.  [დას. ჲგ(63)]:

ლკ. XII: 2(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †)არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3 ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს; და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4 ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5 ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6 ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7 არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †