მარტვილიიდან II შვიდეულის ოთხშაბათისა [2022 წელს: 9(22) ივნისს]; ღირსისა იოანე შავთელ-გაენათელისა და: მღდელთმთავრისა კირილესი, ალექსანდრიელი პატრიარქისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 13-25. [დას. პზ(87)]:
რომ. IV: 13(ბ) † (ძმანო, †) არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაამისი, ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა. 14 რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი. 15 რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ. 16 ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისა, – არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, 17 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: «მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ» წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწოდნ არაარსთა მათ, ვითარცა არსთა***. 18 რომელსა უსასოოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: «ესრეთ იყოს ნათესავი შენი». 19 და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა (თავი)* [ჴორცი]** თჳსი აწვე მკუდარქმნული (რამეთუ ას წლის სადამე იყო) და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი. 20 ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა 21 და გულსავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა. 22 ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ. 23 ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ, 24 არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით, 25 რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 562]: „უწოდნ არაარსთა მათ, ვითარცა არსთა“ – ასეა ექვთიმესთან (იხ. პავლეს ეპისტოლეთა განმარტება, დასახ. გამოც. გვ. 62), რის ნაცვლადაც ABCD რედაქციებში გვაქვს: „უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა“. ზმნა „უწესნ“ არქაულია და მის ნაცვლად ექვთიმეს მიერ შემოტანილი „უწოდნ“, მკითხველისგან ტექსტის გაგებადობის თვალსაზრისით, გამართლებულია. რაც შეეხება იმას, ხაზგასმულ სიტყვათა მრავლობითი რიცხვია სწორი თუ მხოლობითი, ამ მხრივ გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალის ყველა რედაქცია მხარს ექვთიმესეულ რედაქციას უჭერს (შდრ. ბერძ. καλοῦντος τὰ μὴ ὄντα ὡς ὄντα·...)
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, VII, 21-23. [დას. კგ(23)]:
მთ. VII: 21 † (ჰრქუა უფალმან: †) „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: «უფალო, უფალო»*, შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. 22 მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: «უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?» 23 მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: «არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი».
† † † † † † †
* [სქოლიო 6*]: აქ ქართული ოთხთავები, მათ შორის გიორგისეული რედაქციის შემცველნი, უმატებენ „და“ კავშირს („არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: «უფალო, უფალო» და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა“), რასაც არც ორიგინალში, არც რომელიმე სხვაენოვან თარგმანში პარალელი არა აქვს. (შდრ. ბერძ. Οὐ πᾶς ὁ λέγων μοι, Κύριε Κύριε, εἰσελεύσεται εἰς τὴν βασιλείαν τῶν οὐρανῶν...) ორიგინალის შესაბამისად, ხსენებული „და“ კავშირი არ გვხვდება ხანმეტ ოთხთავში: „არა [ყოველმან, რომელმან მრქუას] მე: «უფალო, უფალო», შევიდეს იგი [სასუფეველსა ცათასა]“. ხანმეტს თანხვდება ჰადიშური: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: «უფალო, უფალო», შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა“.
† † † † † † †
ღირსისა (I-ქართულიდან): გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
ღირსისა (I-ქართულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
† † † † † † †
მღდელთმთავრისა (რუსულიდან და II-ქართულიდან-2021): ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 7-16. [დას. ტლდ(334)]:
ებრ. XIII: 7 † (ძმანო, †) მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9 მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11 რომელთაჲ-იგი შეიწირვის საცხოვართა(ჲ)* სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13 აწ უკუე განვიდეთ (მისა)* [მისსა]** გარეშე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ, 14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა (საყოფლად)* [საყოფელად]** ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15 (ამისთჳს)* [ამის მიერ]** შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთა და (აღსარებასა)* [აღსაარებასა]** სახელისა მისისასა. 16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
მღდელთმთავრისა (რუსულიდან და II-ქართულიდან-2021): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, V, 14-19. [დას. ია(11)]:
მთ. V: 14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †