მარტვილიიდან II შვიდეულის ხუთშაბათისა [2022 წელს: 10(23) ივნისს]; და: ღირსისა თამარ (ფამარ) აღმსარებელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 10-16. [დას. პთ(89)]:
რომ. V: 10 † (ძმანო, †) უკუეთუ, მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა; რაოდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ვეგენით, ვცხოვნდეთ მაცხოვარებითა მისითა, 11 არა ესოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ. 12 ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა (მის)* კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად (შემოჴდა)* [შემოვიდა]** და ცოდვისა ძლით – სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს***, 13 რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არა(დ)* შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა. 14 არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე, და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ. 15 არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი, რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართ(ცა)* აღემატა, 16 და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად...“
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ვინაიდან მოციქულის ეს სიტყვები (რაც ცხადი დასტურია ადამისეულ შეცოდებაში მთელი კაცობრიობის მონაწილეობისა და ადამთან ერთად მისი სამართლიანი დასჯილობისა) კვლავაც უკიდურესი ცთომილებით გაიგება მავანთა მიერ, დავიმოწმებთ მასზე დართულ საეკლესიო კომენტარს: „რაჲთა არავინ უსამართლოებაჲ დასწამოს ღმერთსა, ვითარმედ: «ადამ ერთმან ცოდა და მან მის ძლით [ცოდვის მიერ, ე. ჭ.] ჩუენ ყოველთა ზედა მოაწია სიკუდილი», ამისთჳს ცხად-ჰყოფს, ვითარმედ უკუეთუმცა არა პირველად თანაზიარებულ ვიყვენით ურჩებასა და ცოდვასა მისსა, არამცა ზიარ-ქმნულ ვიყვენით სიკუდილსა და ხრწილებასა მისსა (ეფრ. II, 137).
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, VIII, 23-27. [დას. კზ(27)]:
მთ. VIII: 23(ბ) † (მას ჟამსა შინა აღვიდა იესუ †) ნავსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. 24 და აჰა-ესერა, აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან, ხოლო თავადსა ეძინა. 25 და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“. 26 და თავადმან ჰრქუა მათ: „რაჲსა შეშინდით, მცირედმორწმუნენო?“ მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. 27 ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: „რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“
† † † † † † †
ღირსისა თამარისა (II და IV ქართულებიდან): გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 23-29. [დას. სჱ(208)]:
გალ. III: 23(ბ) † (ძმანო, †) პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცვულ-ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. 24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. 25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ, 26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა, 27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. 28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. 29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.
† † † † † † †
და: ღირსისა თამარისა (II და IV ქართულებიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXV, 1-13. [დას. რდ(104)]:
მთ. XXV: 1(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: „ემსგავსა †) სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. 2 ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი – სულელნი. 3 მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. 4 ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა, ლამპართა მათთა თანა. 5 და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. 6 ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: «აჰა-ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!» 7 მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. 8 ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: «მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან». 9 მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: «ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა». 10 და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას; და დაეჴშა კარი. 11 შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: «უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ». 12 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: «ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ». 13 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს...“
† † † † † † †
ან: ღირსისა თამარისა (II და IV ქართულებიდან): ლკ. VII, 36-50. [დას. ლგ(33)].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 36-50. [დას. ლგ(33)]:
ლკ. VII: 36(ბ) † (მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე †) ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. 37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ 38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა, და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: „ესე უკუეთუმცა იყო წინაჲსწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს“. 40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“. ხოლო მან თქუა: „მოძღუარ, იტყოდე!“ 41 და თქუა: „ორნი თანამდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. 42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?“ 43 მიუგო სიმონ და თქუა: „მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა“. ხოლო თავადმან თქუა: „სამართლად საჯე“. 44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: „ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45 ამბორისყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორისყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; 46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედი მიეტევოს, მცირედცა შეიყუაროს“. 48 და ჰრქუა მას: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“. 49 და იწყეს თანამეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: „ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?“ 50 ჰრქუა დედაკაცსა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!“
† † † † † † †
ღირსისა თამარისა (I-ქართულიდან): გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
და: ღირსისა თამარისა (I-ქართულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 32-36; XI, 1. [დას. ლჱ(38)]:
მთ. X: 32 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. 33 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. 34 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ – მახჳლისა. 35 რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა, და ასული – დედისაგან თჳსისა, და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. 36 და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. XI: 1 და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †