მარტვილიიდან II შვიდეულის სამშაბათისა [2022 წელს: 8(21) ივნისს]; დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა; და: მღდელმოწამისა თევდორე კველთელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 4-12. [დას. პვ(86)]:
რომ. IV: 4(ბ) † (ძმანო, †) მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებით; 5 ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. 6 ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა: 7 «ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. 8 ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ». 9 აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთელებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: «შეერაცხა აბრაამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ». 10 ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა [შინა]* იყო, ანუ წინადაუცუეთელებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთელებასა. 11 და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისად სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთელებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ. 12 და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთელებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაამისთა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, VII, 15-21. [დას. კბ(22)]:
მთ. VII: 15 † (ჰრქუა უფალმან: †) „ეკრძალენით ცრუწინაჲსწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. 16 ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? 17 ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. 18 ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა – ნაყოფი კეთილი ყოფად. 19 ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 20 ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი. 21 არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: «უფალო, უფალო»,* შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“.
† † † † † † †
** [სქოლიო 6*]: აქ ქართული ოთხთავები, მათ შორის გიორგისეული რედაქციის შემცველნი, უმატებენ „და“ კავშირს („არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: «უფალო, უფალო» და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა“), რასაც არც ორიგინალში, არც რომელიმე სხვაენოვან თარგმანში პარალელი არა აქვს. (შდრ. ბერძ. Οὐ πᾶς ὁ λέγων μοι, Κύριε Κύριε, εἰσελεύσεται εἰς τὴν βασιλείαν τῶν οὐρανῶν...) ორიგინალის შესაბამისად, ხსენებული „და“ კავშირი არ გვხვდება ხანმეტ ოთხთავში: „არა [ყოველმან, რომელმან მრქუას] მე: «უფალო, უფალო», შევიდეს იგი [სასუფეველსა ცათასა]“. ხანმეტს თანხვდება ჰადიშური: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: «უფალო, უფალო», შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა“.
† † † † † † †
დიდმოწამისა თეოდორესი: ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 1-10. [დას. სჟბ(292)]:
2 ტიმ. II: 1(ბ) † (შვილო ტიმოთე, †) განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. 6 მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. 7 სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. 8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9 რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა» (μεταλαμβάνειν).
† † † † † † †
და: დიდმოწამისა თეოდორესი (II-ქართულიდან და რუსულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 16-22. [დას. ლვ(36)]:
მთ. X: 16 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „აჰა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. 17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. 18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. 19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით, 20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. 21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად, და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“.
† † † † † † †
ან: დიდმოწამისა თეოდორესი (I-ქართულიდან): სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)]:
ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI, 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“
† † † † † † †
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
მღდელმოწამისა თევდორესი: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 7-16. [დას. ტლდ(334)]:
ებრ. XIII: 7 † (ძმანო, †) მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9 მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11 რომელთაჲ-იგი შეიწირვის საცხოვართა(ჲ)* სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13 აწ უკუე განვიდეთ (მისა)* [მისსა]** გარეშე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ, 14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა (საყოფლად)* [საყოფელად]** ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15 (ამისთჳს)* [ამის მიერ]** შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთა და (აღსარებასა)* [აღსაარებასა]** სახელისა მისისასა. 16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
მღდელმოწამისა თევდორესი (IV-ქართულიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 32-40. [დას. ჲზ(67)]:
ლკ. XII: 32 † (ჰრქუა უფალმან: †) „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი. 33 განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველისსაქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის. 34 სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. 35 იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ. 36 და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას. 37 ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ. 38 დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი. 39 ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. 40 და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †
ხატზე: უფლის ქადაგება მთაზე.
† † † † † † †