2022 წელს: 7(20) ივნისის

მარტვილიიდან II შვიდეულის დასაწყისის (ორშაბათის) [2022 წელს: 7(20) ივნისის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 28-III, 18. [დას. პგ(83)]:

რომ. II: 28(ბ) † (ძმანო, †) არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ, 29 არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისაჲ აქუს სულითა, არა წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან. III: 1 რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? 2 ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი. 3 არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? 4 ნუ იყოფინ! იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და – «ყოველი კაცი ცრუ», ვითარცა წერილ არს: «რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა ([შინა])* შენსა». 5 უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა დაამტკიცებს, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. 6 ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? 7 უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისა, რაჲსაღა მე, ვითარცა ცოდვილი, ვისაჯები? 8 და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ: «ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი?» რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს. 9 აწ უკუე რაჲ? წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, 10 ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: «არავინ არს მართალ არცაღა ერთ, 11 არავინ არს გულისხმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; 12 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე». 13 «სამარე ზე-აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს», «გესლი ასპიტთაჲ – ბაგეთა მათთა», 14 «რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს». 15 «მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. 16 შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა; 17 და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს». 18 «არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა».

† † † † † † †

* სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, VI, 31-34; VII, 9-11. [დას. ით(19)]:

მთ. VI: 31 † (ჰრქუა უფალმან: †) „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ: «რაჲ ვჭამოთ?» ანუ «რაჲ ვსუათ?» ანუ «რაჲ შევიმოსოთ?» 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რამეთუ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. 34 ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი. <...> VII: 9 ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას? 10 გინათუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? 11 უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †

ხატზე: უფლის ქადაგება მთაზე.

† † † † † † †