მარტვილიიდან XIII შვიდეულის შაბათისა [2021 წელს: 5(18) სექტემბერს], და წინასწარმეტყველისა ზაქარიასი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XIII შვიდეულის შაბათისა [2021 წელს: 5(18) სექტემბერს], და წინასწარმეტყველისა ზაქარიასი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

წინასწარმეტყველისა ზაქარიასი: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 13-20. [დას. ტიდ(314)]:

ებრ. VI: 13(ბ) † (ძმანო, †) აბრაამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, (რომელსამცა)* [რომლისამცა]** ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა. 14 და თქუა, ვითარმედ: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ“. 15 და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა, 16 რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან, და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს. 17 რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი, 18 რაჲთა (ორთავე)* [ორთა]** მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინისცემაჲ გუაქუნდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით (შეკრძალვად წინაგანმზადებულსა მას)* [პყრობად წინამდებარესა]** სასოებასა, 19 რომელი ვითარცა (ხარისხი, გჳპყრიეს)* [წიაღ-სავალი***]** სულისაჲ (კრძალული)* [გუაქუს განმაგრებული]** და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა, 20 სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ე. ი. «ღუზა» ...

† † † † † † †

წინასწარმეტყველისა ზაქარიასი: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIII, 29-39. [დას. ჟვ(96)]:

მთ. XXIII: 29 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა 30 და იტყჳთ: «უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა». 31 ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი. 32 და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. 33 გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა? 34 ამისთჳს, აჰა-ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად, 35 რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა (ბარუქისა)* [ბარაქიასი]**, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. 36 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. 37 იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა. რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა-სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ. 38 აჰა-ესერა, დაეტევოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, 39 რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: «კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა»“.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 6-9. [დას. რკვ(126)]:

1 კორ. II: 6(ბ) † (ძმანო, †) სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ; ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, 7 (არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას,)* [არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა საიდუმლოდ, დაფარულსა მას,]** რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა, 8 რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა; რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა. 9 არამედ, ვითარცა წერილ-არს: «რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა».

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXII, 15-22. [დას. ჟ(90)]:

მთ. XXII: 15() † (მას ჟამსა შინა ზრახვა-ყვეს ყოველთა ფარისეველთა იესუჲსთჳს †) რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. 16 და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: „მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ, და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. 17 აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?“ 18 გულისხმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: „რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? 19 მიჩუენეთ მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ“. ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. 20 ჰრქუა მათ იესუ: „ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?“ 21 ჰრქუეს მას: „კეისრისაჲ“. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“. 22 და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †