სულთმოფენობიდან XIII კვირიაკისა [2021 წელს: 6(19) სექტემბერს], და მთავარანგელოზისა მიქაელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
საცისკრო სახარება II: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XVI, 1-8. [დას. ო(70)]:
მკ. XVI: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა, †) ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2 და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა 3 და იტყოდეს ურთიერთას: „ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?“ 4 და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5 და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით-კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6 ხოლო მან ჰრქუა მათ: „ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა; აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი. 7 არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: „აჰა-ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ“. 8 და მათ, ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ, და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.
† † † † † † †
რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XVI, 13-24. [დას. რჲვ(166)]:
1 კორ. XVI: 13 † (ძმანო, †) მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით. 14 ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ. 15 ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი, 16 რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ და ყოველსავე თანაშემწესა და მშრომელსა. 17 ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფორტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, 18 რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი. 19 [მო]**გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი (ასიისანი)* [ასიაჲსანი]**; [მო]**გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა (თანამკჳდრითურთ)* [სახლეულითურთ]** მათით (კრებულით)* [ეკლესიით]**. 20 [მო]**გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორისყოფითა წმიდითა. 21 კითხვაჲ ჴელითა ჩემითა, პავლესითა. 22 რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, (მარანათა)* [მარან ათა***]**! 23 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა (ქრისტეს)* [ქრისტე]** იესუჲს მიერ. ამენ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 602]: „მარან ათა“ – შესაბამის კომენტარში ვკითხულობთ: „ვიეთმე მიერ ესრეთ ითქუმის, ვითარმედ ებრაულისა ენისაჲ არს სიტყუაჲ ესე, და ვიეთმე მიერ – ვითარმედ ასურებრისაჲ, რამეთუ ორნივე ესე ენანი მახლობელ არიან ურთიერთას. ხოლო თარგმანებაჲ ამისი ესე არს, ვითარმედ: «უფალი მოვიდა»“ (ეფრ. II, 340). შდრ. არსებითად იგივე განმარტება: Nicol.2, 952.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 33-42. [დას. პზ(87)]:
მთ. XXI: 33(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. 34 და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. 35 და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. 36 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. 37 ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: «შე-ხოლოთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა». 38 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, თქუეს გულსა მათსა: «ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი». 39 და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს. 40 რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ?“ 41 ჰრქუეს მას: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“. 42 ჰრქუა მათ იესუ: „არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: «ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა»?“
† † † † † † †
მთავარანგელოზისა მიქაელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 2-10. [დას. ტე(305)]:
ებრ. II: 2(ბ) † (ძმანო, †) უკუეთუ რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაჲ, იქმნა მტკიცე, და ყოველმან (შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალადგებისაჲ)* [გარდასლვამან და უსმობამან*** მიიღო საშჯელისა სასყიდლისგებაჲ****]**, 3 ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხორებაჲ, რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა, 4 თანამოწამებითა ღმრთისაჲთა, სასწაულებითა და ნიშებითა და ფერად-ფერადითა ძალითა და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა? 5 რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა მერმე იგი სოფელი, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ; 6 ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყჳს: «რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე (იგი)* [მისი]**? ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ (მოხედე)* [მოჰხედავ]** მას? 7 დააკლე იგი მცირედ-რაჲმე ანგელოზთა (შენთა)*; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა, 8 ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა». რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაჲ დაუშთა მის[ს]**ა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ არღა[რა]** ვხედავთ ყოველსავე დამორჩილებულად. 9 ხოლო მცირედ-რაჲმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესუს ვნებითა მით სიკუდილისაჲთა და დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანსა, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა ყოვლისავეთჳს იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ, 10 რამეთუ შე-ვე-მის[ს]**ა-ჰგვანდა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, (რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულყოფად)* [მრავალთა შვილთა დიდებად მომყვანებელისა ცხორებისა მათისა დასაბამისაჲ ვნებითა სრულყოფაჲ*****]**...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «შეუსმენლობამ», «არგაგონებამ», «ურჩობამ» (παρακοή).
**** [სქოლიო 654]: „ყოველმან გარდასლვამან და უსმობამან მიიღო საშჯელისა სასყიდლისგებაჲ“ – ასეა, არსებითად, D-ში, იმ განსხვავებით, რომ ეფრემისეული «სამართალი სასყიდლისგებისაჲ», AB-ს კვალობაზე შეცვლილი გვაქვს როგორც «საშჯელისა სასყიდლისგებაჲ» (სადაც «საშჯელისა» AB-ს მონაცემია, ხოლო «სასყიდლისგებაჲ» ეფრემისა, თუმცა – ნათესაობითის ნაცვლად სახელობითში, ისევე როგორც სახელობითშია, მართებულად, AB-ს «კულადაგებაჲ»), ვინაიდან ყველა ბერძნულ ნუსხაში სახეზეა სინტაგმა ἔνδικος μισθαποδοσία, რაც ითარგმნება როგორც «სასჯელისეული (ე. ი. მართლზომიერებითი) საზღაური (მისაგებელი)» (C-ში აღნიშნული სინტაგმის შესატყვისია: «საშჯელი კუალად-გებისაჲ»). რაც შეეხება პირველ ხაზგასმას («გარდასლვამან და უსმობამან»), მის ნაცვლად ABCLect-ში გვაქვს «შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან», თუმცა ბერძნულშიც და თარგმანებშიც მხოლოდ ეფრემის მონაცემთან თანმხვედრი ტექსტი დასტურდება (შდრ. ბერძნ. παράβασις καὶ παρακοὴ, <...>).
***** [სქოლიო 655]: „მრავალთა შვილთა დიდებად მომყვანებელისა ცხორებისა მათისა წინამძღურისაჲ ვნებითა სრულყოფაჲ“ – ასეა, არსებითად, D-ში, იმ განსხვავებით, რომ ეფრემისეული «დასაბამისაჲ» («ცხორებისა მათისა დასაბამისაჲ») შეცვლილი გვაქვს ABCLect-ის გაცილებით მართებული «წინამძღუარით», ვინაიდან ბერძნული ἀρχηγός ნიშნავს არა «დასაბამს», არამედ – «წინამძღოლს» <…> სხვა მხრივ, ზემორე ტექსტი, როგორც აღვნიშნეთ ეფრემისეული რედაქციისაა, რასაც ABC-ში ცვლის შემდეგი მონაცემი: „რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა და წინამძღუარი იგი ცხორებისა მათისაჲ [ABLect; C: ჩუენისაჲ] ვნებითა სრულყოფად“. ეფრემისეული რედაქცია ზედმიწევნით თანხვდება ბერძნულს: πολλοὺς υἱοὺς εἰς δόξαν ἀγαγόντα τὸν ἀρχηγὸν τῆς σωτηρίας αὐτῶν διὰ παθημάτων τελειῶσαι. <...>
† † † † † † †
მთავარანგელოზისა მიქაელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 16-21. [დას. ნა(51)]:
ლკ. X: 16 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“. 17 და მოიქცეს სამეოცდაათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: „უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა“. 18 ჰრქუა მათ იესუ: „ვხედევდ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. 19 აჰა, მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20 ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“. 21 მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: „აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †