მარტვილიიდან XIII შვიდეულის პარასკევისა [2021 წელს: 4(17) სექტემბერს], და ღირსისა სვიმეონ გარეჯელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XIII შვიდეულის პარასკევისა [2021 წელს: 4(17) სექტემბერს], და ღირსისა სვიმეონ გარეჯელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 5-21. [დას. რჟბ(192)]:

2 კორ. XI: 5(ბ) † (ძმანო, †) ვჰგონებ არარაჲთ დაკლებულყოფად ზეშთასრულთა მათ მოციქულთაგან. 6 და დაღათუ უცებ*** ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ. 7 ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ? 8 სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე, 9 რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო. 10 არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაჲაჲსათა. 11 რაჲსათჳს-მე? რამეთუ (არა)* [არა-მე]** მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. 12 ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო, რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ, ვითარცა-იგი ჩუენ, 13 რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუმოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად. 14 და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. 15 არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ. 16 კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე; უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ-რაჲმე ვიქადო. 17 რომელსა ესე ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა. 18 ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი, 19 რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ, 20 რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. 21 საკდემელად**** თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «მსოფლელ» (ιδιώτης) (ეფრ. II, 137).

**** ეფრ. «უპატიოებად» (κατ τιμίαν).

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, IV, 1-9. [დას. იე(15)]:

მკ. IV: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა იწყო იესუ †) სწავლად ზღჳსკიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2 და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა: 3 „ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4 და იყო, თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5 და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, 6 და ვითარცა მზე აღმოჰჴდა, და დასცხა და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7 და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8 და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული“. 9 და ეტყოდა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“

† † † † † † †

ღირსისა სვიმეონისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

და: ღირსისა სვიმეონისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †)ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.

ან: ღირსისა სვიმეონისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:

ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.

† † † † † † †  

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †  

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †