მარტვილიიდან XIII შვიდეულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 3(16) სექტემბერს], და მღდელმოწამისა ანთიმე ნიკომიდიელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 7-18. [დას. რჟ(190)]:
2 კორ. X: 7 † (ძმანო, †) ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ – ქრისტესნი. 8 რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისათჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს. 9 ხოლო რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით, 10 რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: «წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ და სიტყუაჲ შეურაცხ». 11 და ესე განიზრახენ (ეგევითარმან)* [ესევითარმან]** მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა, 12 რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანაშეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისხმა-ჰყოფენ. 13 ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით (წესისაჲთა)* [კანონისაჲთა]**, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე, 14 რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა. 15 არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, 16 მიერკერძო თქუენსა სახარებად არა სხჳსა კანონსა ზედა მზასა სიქადულად. 17 ხოლო «რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ», 18 რამეთუ არა, რომელი-იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილ, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, III, 28-35. [დას. იდ(14)]:
მკ. III: 28 † (ჰრქუა უფალმან: †) „ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტევოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29 ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს საუკუნოჲსა საშჯელისა“. 30 რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: «სული არაწმიდაჲ არს მის თანა». 31 მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს, და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32 და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: „აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ“, 33 მიუგო იესუ და ჰრქუა: „ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი?“ 34 და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35 რამეთუ, რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი“.
† † † † † † †
მღდელმოწამისა ანთიმესი: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 7-16. [დას. ტლდ(334)]:
ებრ. XIII: 7 † (ძმანო, †) მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9 მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11 რომელთაჲ-იგი შეიწირვის საცხოვართა(ჲ)* სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13 აწ უკუე განვიდეთ (მისა)* [მისსა]** გარეშე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ, 14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა (საყოფლად)* [საყოფელად]** ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15 (ამისთჳს)* [ამის მიერ]** შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთა და (აღსარებასა)* [აღსაარებასა]** სახელისა მისისასა. 16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
მღდელმოწამისა ანთიმესი: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 9-16. [დას. ლვ(36)]:
ინ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †