მარტვილიიდან XIII შვიდეულის ოთხშაბათისა [2021 წელს: 2(15) სექტემბერს], და მოწამისა მამაჲსი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XIII შვიდეულის ოთხშაბათისა [2021 წელს: 2(15) სექტემბერს], და მოწამისა მამაჲსი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IX, 12-X, 7. [დას. რპთ(189)]:

2 კორ. IX: 12 † (ძმანო, †) მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არათუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა. 13 გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა (ადიდებდით)* [ადიდებენ]** ღმერთსა დამორჩილებითა მით აღსაარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა. 14 და მათი იგი (ლოცვაჲ)* [ვედრებაჲ]** თქუენთჳს, (ჰსურის მათ)* [მოსურნეთაჲ]** თქუენდა (გარდარეულისა)* [აღმატებულისა]** მისთჳს მადლისა ღმრთისა, (რომელ არს)* თქუენ ზედა, 15 ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა. X: 1 მე, (თავადი)* [თჳთ]** პავლე, გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვიკადრებ თქუენდა მიმართ. 2 ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო (სასოებით)* [რწმუნებით]** გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი, 3 რამეთუ (ჴორციელად თუ ვიქცევით, არამედ)* [ჴორცთა შინა თუ ვმოგზაურობთ,]** არა ჴორციელად [მჴედრ]**-განწესებულ ვართ, 4 რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ დასარღუეველად ძნელოვანთა, გულისსიტყუათა დავარღუევთ 5 და ყოველსა სიმაღლესა, აღმაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა, 6 და განმზადებულად გუაქუს შურისგებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ. 7 კაცად-კაცადისა (პირსა ხედევდით)* [პირთა სამე ხედავთა]**. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ – ქრისტესნი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, III, 20-27. [დას. იგ(13)]:

მკ. III: 20(ბ) † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21 და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: „განკრთომილ არს“. 22 და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: „ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა“. 23 და მოუწოდა მათ და იგავით ეტყოდა: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24 და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25 და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიების სახლი იგი დამტკიცებად. 26 და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. 27 და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არათუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს“.

† † † † † † †

მოწამისა მამაჲსი: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 28-39. [დას. ჟთ(99)]:

ჰრომ. VIII: 28 † (ძმანო, †) ესე უწყით, (რამეთუ)* [ვითარმედ]** ღმრთისმოყუარეთა ყოველივე (განემარჯუების კეთილად)* [თანამოქმედ კეთილისა ექმნების]**, რომელნი-იგი (ბრძანებით ჩინებულ)* [ნებსით თჳსით წოდებულ]** არიან, 29 რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა, 30 ხოლო რომელნი-იგი წინაჲსწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. 31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს, ვინ არს ძჳრისმყოფელ ჩუენდა? 32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? 33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. 34 და ვინ არს დამშჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს. 35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა? ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? 36 ვითარცა წერილ არს: «რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი». 37 არამედ ამას ყოველსა (ზედა ვსძლევთ)* [ზეშთა-ვსძლევთ]** ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, 38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, 39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან [რამანმე]** დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა [მას]** ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

მოწამისა მამაჲსი: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 1-7. [დას. ნ(50)]:

ინ. XV: 1 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2 ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ. 4 დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა; ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. 5 მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6 უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას. 7 უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“.

† † † † † † †  

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †