მარტვილიიდან XII შვიდეულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 27 აგვისტოს (9 სექტემბერს), და ღირსისა პიმენისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა (ხუთშაბათისა): კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 1-10. [დას. რპგ(183)]:
2 კორ. VII: 1(ბ) † (ძმანო, †) განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა. 2 (შემინდვეთ)* [დამიტიენით***]** ჩუენ; არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ. 3 არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაჲსწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ თანამოსიკუდიდ და თანაცხორებად. 4 მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინისცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა. 5 და რამეთუ, რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე – ბრძოლანი, შინაგან – შიშნი. 6 არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა. 7 არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ნუგეშინისცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა; თქუენსა მას გოდებასა; თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე, 8 რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი. ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ-ერთ. 9 აწ მიხარის, არათუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან, 10 რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 611]: „დამიტიენით ჩუენ“ – ესაა ეფრემისეული მონაცემი, რაც ზედმიწევნით თანხვდება ბერძნულს (შდრ. ბერძ. Χωρήσατε ἡμᾶς, ...). რაც შეეხება ABC-ის მონაცემს, იგი ასეთი სახისაა: „შემინდვეთ ჩუენ“.
† † † † † † †
რიგისა (ხუთშაბათისა): სახარებაჲ მარკოზისი, I, 29-35. [დას. ე(5)]:
მკ. I: 29(ბ) † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა. 30 ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს. 31 და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. 32 და ვითარ შემწუხრდებოდა და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი. 33 და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა. 34 და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითოსახეთაგან სნეულებათა, და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს. 35 და განთიად, რიჟურაჟუს ოდენ, აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.
† † † † † † †
წმ. პიმენისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
წმ. პიმენისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IV, 25-V, 12. [დას. ი(10)]:
მთ. IV: 25(ბ) † (მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს †) ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. V: 1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. 2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: 3 „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ. 5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. 6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. 7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 9 ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. 10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. 12(ა) გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †