მარტვილიიდან XII შვიდეულის ოთხშაბათის [2021 წელს: 26 აგვისტოს (8 სექტემბერს) სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XII შვიდეულის ოთხშაბათის [2021 წელს: 26 აგვისტოს (8 სექტემბერს) სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 11-16. [დას. რპბ(182)]:

2 კორ. VI: 11 † (ძმანო, †) პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი გავრცომილ არს. 12 არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა. 13 მასვე სასყიდლის კუალადგებასა – ვითარცა შვილთა გეტყჳ, – განვრცენით თქუენცა. 14 ნუ ექმნებით თანამეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსობაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? 15 ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ-უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? 16 ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან.

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, I, 23-28. [დას. დ(4)]:

მკ. I: 23(ბ) † (მას ჟამსა შინა კაცი ვინმე იყო კრებულსა შორის ჰურიათასა †) რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღად-ყო 24 და თქუა: „ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ“. 25 შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: „პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!“ 26 და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27 და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: „რაჲმე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?“ 28 და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას სოფლებსა გალილეაჲსასა.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †