მარტვილიიდან XII შვიდეულის სამშაბათისა [2021 წელს: 25 აგვისტოს (7 სექტემბერს),  და მოციქულთა ბართლომესი და ტიტესი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XII შვიდეულის სამშაბათისა [2021 წელს: 25 აგვისტოს (7 სექტემბერს),  და მოციქულთა ბართლომესი და ტიტესი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 15-21. [დას. რპ(180)]:

2 კორ. V: 15() † (ძმანო, ქრისტე †) ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა. 16 ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღაცათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ  არღარა ვიცით, 17 არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ – ახალი დაბადებული; (პირველი იგი წარჴდა)* [ძუელნი იგი წარჴდეს]**, აჰა-ესერა, იქმნა ყოველივე ახალ. 18 და ყოველივე – ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ, 19 რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი, და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. 20 ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ***, ვითარცა ღმერთი გლოცავს**** ჩუენ მიერ, გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა. 21 რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** «ვმოციქულობთ», «ვშუამდგომლობთ», «ველჩობთ»...

**** ე. ი. «შეგაგონებს», «გევედრება», «გთხოვს»...

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, I, 16-22. [დას. გ(3)]:

მკ. I: 16(ბ) † (მას ჟამსა შინა, ვიდოდა რაჲ იესუ †) ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17 და ჰრქუა მათ იესუ: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა“. 18 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19 და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა. 20 და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას. 21 და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. 22 და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.

† † † † † † †

მოციქულთა: ტიტჱსა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-4; II, 15-III, 3, 12-13, 15. [დას. ტ(300)]:

ტიტ. I: 1 პავლე, მონაჲ ღმრთისაჲ და მოციქული ქრისტე იესუჲსი, სარწმუნოებისაებრ რჩეულთა ღმრთისათა და მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რომელ არს ღმრთისმსახურებისაჲ, 2 სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა, რომელი-იგი აღუთქუა უტყუველმან ღმერთმან უწინარეს ჟამთა საუკუნეთა, 3 ხოლო გამოაცხადა ჟამთა თჳსთა სიტყუაჲ იგი მისი ქადაგებითა, რომელი მარწმუნა მე ბრძანებითა ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, 4 ტიტეს, (ერთგულსა)* [საკუთარსა***]** შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნოებისა, – მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა. <...> II: 15 ამას ეტყოდე და ნუგეშინის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა. ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ. III: 1 მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფებათა დამორჩილებად და სარწმუნოყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ, 2 ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალველ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა, 3 რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულისთქუმათა და გემოთა მრავალთა; უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთას. <...> 12 ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტჳქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაჲ. 13 ზენან შჯულისმწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ და ნუმცა რაჲ აკლს მათ. <...> 15 გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაჲ არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ სარწმუნოებით. მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამენ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ე.ი «ნამდვილ», «ჭეშმარიტ»  [შვილს]. შდრ. ABC: «ერთგულსა»...

† † † † † † †

მოციქულთა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, V, 14-19. [დას. ია(11)]:

მთ. V: 14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“

† † † † † † †  

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †