მარტვილიიდან XII შვიდეულის პარასკევისა და შაბათისა [2021 წელს: 28 აგვისტოს (10 სექტემბერს), და დიდმოწამისა შუშანიკისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XII შვიდეულის პარასკევისა და შაბათისა [2021 წელს: 28 აგვისტოს (10 სექტემბერს), და დიდმოწამისა შუშანიკისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა (პარასკევისა): კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 10-16. [დას. რპდ(184)]:

2 კორ. VII: 10(ბ) † (ძმანო, †) ღმრთისა მიერი*** იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს, 11 რამეთუ, აჰა-ესერა, მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ! რაოდენი სიტყჳსგებაჲ! რაოდენი შერისხვაჲ! რაოდენი შიში! რაოდენი სურვილი! რაოდენი შური! რაოდენი შურისგებაჲ! რაოდენი მომადლებაჲ გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას, 12 დაღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი (ჩუენდა-მომართი)* [ჩუენთჳს]** თქუენდა მიმართ წინაშე ღმრთისა. 13 ამისთჳს ნუგეშინისცემულ ვართ ნუგეშინისცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან. 14 რამეთუ, რაჲცა-იგი მისსა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდე თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა. 15 და მოწყალებაჲ მისი (უმეტესადღა)* [უმეტესად]** თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი. 16 მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** 2010 წლის სამოციქულოში ნუმერაცია არეულია და სქოლიოში სიტყვა «მიერი» დაკლებულია.

† † † † † † †

რიგისა (პარასკევისა): სახარებაჲ მარკოზისი, II, 18-22. [დას. თ(9)]:

მკ. II: 18(ბ) † (მას ჟამსა შინა იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველნი მარხვასა შინა. და მოვიდეს და ჰრქუეს იესუს: †) „რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ 19 ჰრქუა მათ იესუ: „ვერ ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად, 20 არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა. 21 არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა; უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის. 22 და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი და ღჳნოჲ დაითხიოს და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან“.

† † † † † † †

შაბათისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 26-29. [დას. რკე(125)-შუა]:

1 კორ. I: 26(ბ) (იხილეთღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო:***)* † [ძმანო, (ხედევდით წოდებასა თქუენსა, ვითარმედ***)** †) არა მრავალნი ბრძენ არიან ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიან, არა მრავალნი აზნაურ არიან, 27 არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა, 28 და უაზნონი**** იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს; 29 რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** 2010 წლის სამოციქულოს სქოლიო დასაზუსტებულია.

*** «უაზნო»(ადამიანებისადმი) უგვაროვნო, დაბალი სოციალური ფენისა, მდაბიო; (საგნებისადმი, რისი მნიშვნელობაც მას ამ მუხლში აქვს) მდარე, შეურაცხი, უპატიო (ბერძნ. τ γεν).

† † † † † † †

შაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XX, 29-34. [დას. პბ(82)]:

მთ. XX: 29(ბ) † (მას ჟამსა შინა, გამოსლვასა იესუჲსსა †) იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. 30 და, აჰა-ესერა, ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: „შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!“ 31 ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: „შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!“ 32 და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: „რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?” 33 ჰრქუეს მას: „უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი“. 34 შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს, და შეუდგეს მას.

† † † † † † †

დიდმოწამისა შუშანიკისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XV, 21-28. [დას. ჲბ(62)]:

მთ. XV: 21(ბ) † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. 22 და, აჰა-ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“. 23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ“. 24 ჰრქუა მათ იესუ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. 25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“ 26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. 27 ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. 28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

† † † † † † †

დიდმოწამისა შუშანიკისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 1-10. [დას. რპა(181)]:

2 კორ. VI: 1(ბ) † (ძმანო, †) (თანაშეგეწევით)* [თანამოქმედ ვართ]** და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ, 2 რამეთუ იტყჳს: „ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი, და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ“. აჰა-ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ; აჰა-ესერა, აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ. 3 ნურას (ვინ)* [ვის]** ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა (ვის სცემთ)* [ვსცემთ]**, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ (ეგე თქუენი)* [იგი,]** 4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი (თქუენნი)* [თჳსნი]**, ვითარცა ღმრთისმსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა 5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა 6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, 7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა, 8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა, ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი; 9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვითარცა მოსიკუდიდნი და, აჰა-ესერა, ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლადნი და არა სიკუდიდნი; 10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

დიდმოწამისა შუშანიკისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 36-50. [დას. ლგ(33)]:

ლკ. VII: 36(ბ) † (მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე †) ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. 37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ 38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა, და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: „ესე უკუეთუმცა იყო წინაჲსწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს“. 40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“. ხოლო მან თქუა: „მოძღუარ, იტყოდე!“ 41 და თქუა: „ორნი თანამდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. 42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?“ 43 მიუგო სიმონ და თქუა: „მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა“. ხოლო თავადმან თქუა: „სამართლად საჯე“. 44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: „ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45 ამბორისყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორისყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; 46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედი მიეტევოს, მცირედცა შეიყუაროს“. 48 და ჰრქუა მას: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“. 49 და იწყეს თანამეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: „ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?“ 50 ჰრქუა დედაკაცსა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †