მარტვილიიდან XI შვიდეულის შაბათისა [2021 წელს: 22 აგვისტოს (4 სექტემბერს)], და საქართველოჲსად წოდებულისა ღმრთისმშობლის ხატისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ღმრთისმშობელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, I, 39-49, 56. [დას. დ(4)]:
ლკ. I: 39(ბ) † (მას ჟამსა შინა აღდგა მარიამ †) და წარვიდა მთად-კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40 და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41 და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ 42 და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43 და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44 რამეთუ, აჰა-ესერა, ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45 და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ“. 46 და თქუა მარიამ: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47 და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48 რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ, აჰა-ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49 რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,...“ <...> 56 და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თთუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
† † † † † † †
ღმრთისმშობელისა: ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 5-11. [დას. სმ(240)]:
ფილიპ. II: 5 † (ძმანო, †) ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, 6 რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, 7 არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო, და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; 8 დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. 9 ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, 10 რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და 11 ყოველმან ენამან აღუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
† † † † † † †
ღმრთისმშობელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)]:
ლკ. X: 38(ბ) † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“. <...> XI: 27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“
† † † † † † †
რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 3-9. [დას. რკგ(123)]:
1 კორ. I: 3 † (ძმანო, †) მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა. 4 ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ, 5 რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა, 6 ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის, 7 რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა [რაჲთ]** მადლითა და მოელოდით (გამოჩინებასა)* [გამოცხადებასა]** მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, 8 რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 9 სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა (მისისასა)* [მისისა]** იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XIX, 3-12. [დას. ოჱ(78)]:
მთ. XIX: 3(ბ) † (მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს †) ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: „უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?“ 4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: „არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, «მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი»?“ 5 და თქუა: „ამისთჳს დაუტევოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, 6 ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ“. 7 ხოლო მათ ჰრქუეს მას: „რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?“ 8 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: „მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრეთ იყო. 9 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტევოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს“. 10 ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: „უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ“. 11 ჰრქუა მათ იესუ: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. 12 რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †