მარტვილიიდან XI შვიდეულის  პარასკევისა  [2021 წელს: 21 აგვისტოს (3 სექტემბერს)], სარმეანე კათალიკოსისა, და ღირსისა თათესი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XI შვიდეულის  პარასკევისა  [2021 წელს: 21 აგვისტოს (3 სექტემბერს)], სარმეანე კათალიკოსისა, და ღირსისა თათესი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 13-18. [დას. როზ(177)]:

2 კორ. IV: 13(ბ) † (ძმანო, †) გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: «მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე», და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა, 15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა. 16 ამისთჳს არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი-დღე, 17 რამეთუ (საწუთოჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი)* [მცირედ-ჟამეული ესე სისუბუქე ჭირისა ჩუენისაჲ]** გარდამატებულსა და გარდარეულსა (დიდსა დიდებასა საუკუნესა)* [საუკუნოსა სიმძიმესა დიდებისასა]** შეიქმს ჩუენთჳს, 18 რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას; რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არახილული იგი – საუკუნო.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIV, 27-33, 42-51. [დას. რ(100)]:

მთ. XXIV: 27(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. 28 რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. 29 ხოლო მეყსეულად, შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა, მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. 30 და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა, 31 და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცათაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა. 32 ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 33 ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. <...> 42 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. 43 ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. 44 ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. 45 ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა? 46 ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. 47 ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. 48 ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: «ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად», 49 და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, 50 მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის, 51 და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.

† † † † † † †

წმ. სარმეანესი: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)]:

ებრ. VII: 26(ბ) † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII: 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

წმ. სარმეანესი: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 9-16. [დას. ლვ(36)]:

ინ. X: 9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

† † † † † † †  

ღირსისა  თათესი:  გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

და: ღირსისა თათესი: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †)ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.

ან: ღირსისა თათესი: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:

ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.

† † † † † † †  

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †  

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †