მარტვილიიდან XI შვიდეულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 20 აგვისტოს (2 სექტემბერს)], დიდმოწამისა ქეთევანისა, და წინასწარმეტყველისა სამუელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 1-6. [დას. როე(175)]:
2 კორ. IV: 1 † (ძმანო, †) ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების, 2 არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ (გონებისა)* [სჳნიდისისა]** კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა. 3 ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ, 4 რომელთანი-იგი ღმერთმან ამის (სოფლისათა)* [სოფლისამან***]** დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა (გამოუბრწყინდეს)* [აღმოუცისკრდეს]** მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, 5 რამეთუ არათუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა – მონად თქუენდა იესუჲსთჳს, 6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 605]: «ღმერთმან ამის სოფლისამან» – ეფრ. (ὁ θεὸς τοῦ αἰῶνο τούτου, ...). პარალელს ვერ ვუძებნით ABC-ის წაკითხვას: «ღმერთმან ამის სოფლისათა//სოფლისათანი».
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIV, 13-28. [დას. ჟთ(99)]:
მთ. XXIV: 13 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. 14 და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული. 15 რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ. 16 მაშინ, რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად, 17 და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა, 18 და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 19 ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოვებდენ მათ დღეთა შინა; 20 არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. 21 რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს. 22 და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. 23 მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: «აჰა აქა არს ქრისტე», გინათუ «იქი», ნუ გრწამნ. 24 რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. 25 აჰა-ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ. 26 უკუეთუ გრქუან თქუენ: «აჰა უდაბნოსა არს», – ნუ განხუალთ; «აჰა-ესერა, საუნჯეთა შინა არს», ნუ გრწამნ; 27 რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. 28 რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“.
† † † † † † †
დიდმოწამისა ქეთევანისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XV, 21-28. [დას. ჲბ(62)]:
მთ. XV: 21(ბ) † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. 22 და, აჰა-ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“. 23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ“. 24 ჰრქუა მათ იესუ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. 25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“ 26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. 27 ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. 28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
† † † † † † †
დიდმოწამისა ქეთევანისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 1-10. [დას. რპა(181)]:
2 კორ. VI: 1(ბ) † (ძმანო, †) (თანაშეგეწევით)* [თანამოქმედ ვართ]** და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ, 2 რამეთუ იტყჳს: „ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი, და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ“. აჰა-ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ; აჰა-ესერა, აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ. 3 ნურას (ვინ)* [ვის]** ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა (ვის სცემთ)* [ვსცემთ]**, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ (ეგე თქუენი)* [იგი,]** 4 არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი (თქუენნი)* [თჳსნი]**, ვითარცა ღმრთისმსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა 5 და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა 6 და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, 7 სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა, 8 დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა, ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი; 9 ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვითარცა მოსიკუდიდნი და, აჰა-ესერა, ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლადნი და არა სიკუდიდნი; 10 ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
დიდმოწამისა ქეთევანისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VII, 36-50. [დას. ლგ(33)]:
ლკ. VII: 36(ბ) † (მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე †) ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. 37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ 38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა, და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. 39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: „ესე უკუეთუმცა იყო წინაჲსწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს“. 40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად“. ხოლო მან თქუა: „მოძღუარ, იტყოდე!“ 41 და თქუა: „ორნი თანამდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. 42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?“ 43 მიუგო სიმონ და თქუა: „მე ეგრეთ ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა“. ხოლო თავადმან თქუა: „სამართლად საჯე“. 44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: „ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჴოცნა; 45 ამბორისყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორისყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; 46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. 47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად, ხოლო რომელსა მცირედი მიეტევოს, მცირედცა შეიყუაროს“. 48 და ჰრქუა მას: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“. 49 და იწყეს თანამეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: „ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?“ 50 ჰრქუა დედაკაცსა მას: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!“
† † † † † † †
წინასწარმეტყველისა სამუელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 13-20. [დას. ტიდ(314)]:
ებრ. VI: 13(ბ) † (ძმანო, †) აბრაამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, (რომელსამცა)* [რომლისამცა]** ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა. 14 და თქუა, ვითარმედ: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ“. 15 და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა, 16 რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან, და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს. 17 რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი, 18 რაჲთა (ორთავე)* [ორთა]** მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინისცემაჲ გუაქუნდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით (შეკრძალვად წინაგანმზადებულსა მას)* [პყრობად წინამდებარესა]** სასოებასა, 19 რომელი ვითარცა (ხარისხი, გჳპყრიეს)* [წიაღ-სავალი***]** სულისაჲ (კრძალული)* [გუაქუს განმაგრებული]** და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა, 20 სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «ღუზა» ...
† † † † † † †
წინასწარმეტყველისა სამუელისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIII, 29-39. [დას. ჟვ(96)]:
მთ. XXIII: 29 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა 30 და იტყჳთ: «უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა». 31 ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი. 32 და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. 33 გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა? 34 ამისთჳს, აჰა-ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად, 35 რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა (ბარუქისა)* [ბარაქიასი]**, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. 36 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა. 37 იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა. რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა-სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ. 38 აჰა-ესერა, დაეტევოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, 39 რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: «კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა»“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †