სულთმოფენობიდან XI კვირიაკისა [2021 წელს: 23 აგვისტოს (5 სექტემბერს)], და ღმრთისმშობლის მიძინების წარგზავნის სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

სულთმოფენობიდან XI კვირიაკისა [2021 წელს: 23 აგვისტოს (5 სექტემბერს)], და ღმრთისმშობლის მიძინების წარგზავნის სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

საცისკრო სახარება XI: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)]:

ინ. XXI: 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით. 15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: † (მას ჟამსა შინა გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს: †)სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. 16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. 17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. 19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. 20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: „უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ 21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ 22 ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. 23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „არა მოკუდეს“, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, (ვიდრე მოსლვად ჩემდამდე)* [ვიდრემდე მოვიდე]**, შენდა რაჲ?“ 24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IX, 2-12. [დას. რმა(141)]:

1 კორ. IX: 2(ბ) † (ძმანო, †) ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ. 3 ჩემი სიტყჳსგებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთაჲ ესე არს: 4 (არა ნუ)* [ანუ არა]** გუაქუსა ჴელმწიფებაჲ ჭამად და სუმად? 5 (არა ნუ)* [ანუ არა]** გუაქუსა ჴელმწიფებაჲ დისა დედაკაცისა*** მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? 6 ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? 7 ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? 8 ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ[ა]** ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? 9 რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: «არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა». ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა? 10 არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც (ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავს სასოებითა მითვე, შეკრებაჲ სასოებით)* [მჴნველსა ჴნვაჲ და მლეწველსა სასოებისა მისისა მოსთულებაჲ სასოებით]**. 11 უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? 12 უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებისაგან თქუენისა მიიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲ-მე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ესაა ძირითადი წაკითხვა, რაც სახეზეა ეფრემთან და დადასტურებულია ბერძნულ ნუსხათა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ABCLect-ის მრავლობითი («დათა მათ დედათა») მხოლოდ რამდენიმე ბერძნულ ხელნაწერში პოულობს პარალელს (δελφς γυνακας, FG, f, g Balj. etk.)

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVIII, 23-35. [დას. ოზ(77)]:

მთ. XVIII: 23(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. 24 და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაჲ; 25 და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. 26 დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: «სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ». 27 შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი, და თანანადებიცა იგი მიუტევა მას. 28 და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის-თანა-მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: «მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც». 29 შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: «სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ». 30 ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი. 31 (ხოლო)* იხილეს რაჲ მის-თანა-მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. 32 მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: «მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. 33 არა ჯერ-იყოა შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე (შენ)* შენ-თანა-მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?» 34 და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები მისი. 35 ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი“.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

† † † † † † †

ღმრთისმშობელისა: ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 5-11. [დას. სმ(240)]:

ფილიპ. II: 5 † (ძმანო, †) ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, 6 რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, 7 არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო, და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; 8 დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. 9 ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, 10 რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და 11 ყოველმან ენამან აღუვაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.

† † † † † † †

ღმრთისმშობელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)]:

ლკ. X: 38(ბ) † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“. <...> XI: 27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †