მარტვილიიდან XI შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) [2021 წელს: 17(30) აგვისტოს], და ტბელი აბუსერისძისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 3-15. [დას. როა(171)]:
2 კორ. II: 3(ბ) † (ძმანო, †) სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს, 4 რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ. 5 ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ – ზოგსრაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო თქუენ ყოველთა. 6 კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ. 7 ხოლო (აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და ნუგეშინისცემად)* [აწ, წინაუკუმო, უფროჲსღა თქუენ მიჰმადლეთ და ნუგეშინის-ეცით]**, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. 8 ამისთჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული, 9 რამეთუ მი-ვე-ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳსძი მორჩილ ხართა? 10 ხოლო რაჲ-იგი მომმადლოთ თქუენ, და – მეცა, და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს, მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ-ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა, 11 რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა მოგონებათა მისთა უმეცარ ვართ. 12 ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ, 13 არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი, არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად. 14 ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა, 15 რამეთუ ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIII, 13-22. [დას. ჟდ(94)]:
მთ. XXIII: 13 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა. თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად. 14 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შეშჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით; ამისთჳს მიიღოთ უმეტესი საშჯელი. 15 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. 16 ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: «რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს». 17 ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას? 18 და სთქუთ: «რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს». 19 ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? 20 რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა. 21 და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა. 22 და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა“.
† † † † † † †
ტბელისა [ღირსისა (II-ქართულიდან)]: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
და: ტბელისა [ღირსისა (II-ქართულიდან)]: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
ან: ტბელისა [ღირსისა (II-ქართულიდან)]: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:
ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
ან: ტბელისა [მოწამისა (I-ქართულიდან)]: ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 1-10. [დას. სჟბ(292)]:
2 ტიმ. II: 1(ბ) † (შვილო ტიმოთე, †) განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. 6 მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. 7 სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. 8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9 რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა» (μεταλαμβάνειν).
† † † † † † †
და: ტბელისა [მოწამისა (I-ქართულიდან)]: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)]:
ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI: 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †