მარტვილიიდან XI შვიდეულის სამშაბათისა [2021 წელს: 18(31) აგვისტოს], და ღირსისა ქრისტოდულესი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან XI შვიდეულის სამშაბათისა [2021 წელს: 18(31) აგვისტოს], და ღირსისა ქრისტოდულესი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 14-III, 3. [დას. რობ(172)]:

2 კორ. II: 14(ბ) † (ძმანო, †) მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა, 15 რამეთუ ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: 16 რომელთამე სულად სიკუდილითი-სიკუდილად(,)* და რომელთამე სულად ცხორებითი-ცხორებად. და ამის მიმართ (ვინ-მე)* [ვინ]** შემძლებელ არს***? 17 რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ. III: 1 კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად? ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუთუ თქუენგან, ეგრეთვე საწამებელი? 2 ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა, 3 (საცნაურქმნილ)* [განცხადებულ]**, ვითარმედ ხართ ეპისტოლე ქრისტესა, (რომელი იმსახურა)* [მსახურებულ]** ჩუენ მიერ, დაწერილ არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ.: «ვინ კმა არს?» (πρὸς ταῦτα τίς ἱκανός;).

**** [სქოლიო 603]: „განცხადებულ, ვითარმედ ხართ ეპისტოლე ქრისტესა, მსახურებულ ჩუენ მიერ“ – ესაა ეფრემის რედაქცია, რაც ზედმიწევნით თანხვდება ბერძნულს (φανερούμενοι ὅτι ἐστὲ ἐπιστολὴ Χριστοῦ διακονηθεῖσα ὑφ” ἡμῶν). შდრ. ABCLect: „საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ“.

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIII, 23-28. [დას. ჟე(95)]:

მთ. XXIII: 23 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი – არა დატევებად. 24 წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ! 25 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. 26 ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. 27 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. 28 ეგრეთცა თქუენ გარეშე შჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა“.

† † † † † † †  

ღირსისა ქრისტოდულესი (II-ქართულიდან): გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

და: ღირსისა ქრისტოდულესი (II-ქართულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †)ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.

ან: ღირსისა ქრისტოდულესი (II-ქართულიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:

ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.

† † † † † † †  

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †  

ან: ღირსისა ქრისტოდულესი (I-ქართულიდან): კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 6-15. [დას. როვ(176)]:

2 კორ. IV: 6(ბ) † (ძმანო, †) ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. 7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან. 8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს; 9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ. 10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა განცხადნეს, 11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ (შინა)* ჴორცთა ჩუენთა [შინა]** გამოცხადნეს. 12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ – თქუენ შორის. 13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: «მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე», და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა, 15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †  

და: ღირსისა ქრისტოდულესი (I-ქართულიდან): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, IV, 25-V, 12. [დას. ი(10)]:

მთ. IV: 25(ბ) † (მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს †) ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. V: 1 და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი. 2 და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: 3 „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 4 ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ. 5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. 6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ. 7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. 8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. 9 ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. 10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. 11 ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. 12(ა) გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.

† † † † † † †  

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †