მარტვილიიდან X კვირიაკისა [2021 წელს: 16(29) აგვისტოს], და უფლის ხელთუქმნელისა ხატისა საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
საცისკრო სახარება X: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 1-14. [დას. ჲვ(66)]:
ინ. XXI: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: 2 იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), და ნათანაელ (რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ), და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. 3 ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: „წარვიდე სათხევლობად“. ჰრქუეს მას: „მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა“. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. 4 და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. 5 ჰრქუა მათ იესუ: „ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა?“ მიუგეს და ჰრქუეს: „არა“. 6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „სდევით ბადე ეგე მარჯუენით-კერძო ნავისა მაგის და ჰპოვოთ“. ხოლო მათ სდვეს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევაჲ სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. 7 ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: „უფალი არს“. ხოლო სიმონ-პეტრეს, ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. 8 ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა. 9 და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. 10 ჰრქუა მათ იესუ: „მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ“. 11 აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. 12 ჰრქუა მათ იესუ: „მოვედით და ისადილენით“. და არავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. 13 მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.
† † † † † † †
რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 9-16. [დას. რლა(131)]:
1 კორ. IV: 9(ბ) † (ძმანო, †) ღმერთმან ჩუენ, მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10 ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. 11 ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, 12 და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გინებულნი ვაკურთხევთ, დევნილნი თავს-ვიდებთ; 13 გმობილნი ვჰლოცავთ]**. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა წარსაჴოცელ***** მოაქამდე. 14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, 15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16 გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).
**** [სქოლიო 590]: „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).
***** [სქოლიო 591]: „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ" (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVII, 14-23. [დას. ობ(72)]:
მთ. XVII: 14(ბ) † (მას ჟამსა შინა კაცი ვინმე მოუჴდა იესუს †) მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე 15 და ეტყოდა: „უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის – წყალსა. 16 და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა“. 17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ჵ ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!“ 18 და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან. 19 მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს: „რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა?“ 20 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: «მიიცვალე ამიერ იქი», და მიიცვალოს; და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ. 21 ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“. 22 და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: „ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა. 23 და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“.
† † † † † † †
ხელთუქმნელისა ხატისა (წმიდისა მანდილისა): კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 12-18. [დას. სნ(250)]:
კოლ. I: 12 † (ძმანო, †) ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა, 13 რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა, 14 რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, 15 რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ, 16 რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი ანუთუ საყდარნი ანუთუ უფლებანი გინათუ მთავრობანი გინათუ ჴელმწიფებანი, – ყოველივე მის მიერ და მისსა მიმართ დაებადა. 17 და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა. 18 და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა (მთავარ)* [პირველ***]**.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ABCLect: «მთავარ» (πρωτεύων).
† † † † † † †
ხელთუქმნელისა ხატისა (წმიდისა მანდილისა): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 51-56; X, 22-24. (რუსულიდან); ან: ლკ. IX, 51-57; X, 22-24; XIII, 22. (ბერძნულიდან) [დას. მჱ(48)-შუა].
ლკ. IX, 51(ბ) † (მას ჟამსა შინა, †) იყო, აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა, და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. 52 და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. 53 და არა შეიწყნარნეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. 54 ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: „უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?“ 55 მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: „არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? 56 რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ – ცხორებად“. და წარვიდეს სხუასა დაბასა. [57 და იყო, სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: „მიგდევდე შენ, ვიდრეცა მიხუალ“. (ბერძნულიდან)] <...> X: 22 და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. 23 და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: „ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის, რომელი თქუენ გესმის! 24 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა“. [<...> XIII: 22 და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ. (ბერძნულიდან)]
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †