მარტვილიიდან X შვიდეულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 13(26) აგვისტოს], და მაქსიმე აღმსარებელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან X შვიდეულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 13(26) აგვისტოს], და მაქსიმე აღმსარებელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-7. [დას. რჲზ(167)]:

2 კორ. I: 1 პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა: 2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინისცემისაჲ, 4 რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინისცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ნუგეშინისცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ, 5 რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინისცემანიცა ჩუენნი, 6 რამეთუ გინათუ ვიჭირვით, თქუენისათჳს ნუგეშინისცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მითვე ვნებათაჲთა, რომლითა-ესე ჩუენცა გუევნების. 7 და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს. უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეთცა ნუგეშინისცემასა.

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 43-46. [დას. პჱ(88)]:

მთ. XXI: 43(ბ) † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: „გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: †)  მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. 44 და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი“. 45 და ესმნეს რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. 46 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.

† † † † † † †

წმ. მაქსიმე აღმსარებელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 33-XII, 2. [დას. ტლ(330)]:

ებრ. XI, 33(ბ) † (ძმანო, ყოველნი წმიდანი †)  სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა; მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი; 34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ; განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ. 35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი, ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს, და არა (მოიღეს)* [მიიღეს]** მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს-იქმნენ; 36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა; 37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, 38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა. 39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არღა მოიღეს აღნათქუემი იგი, 40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ. XII, 1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი*** ჩუენდა (სიმრავლე)* [ღრუბელი****]** წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და – მსწრაფლმომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს.

† † † † † † †    

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «ზედამდებარე» (περικείμενον).

**** ABCLect: «სიმრავლე» (νέφος ...).

† † † † † † †

წმ. მაქსიმე აღმსარებელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 8-12. [დას. ჲდ(64)]:

ლკ. XII, 8(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტევოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწავოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †