მარტვილიიდან X შვიდეულის ოთხშაბათისა [2021 წელს: 12(25) აგვისტოს], დავითგარეჯელ ღირსმოწამეთა, და მაქსიმე აღმსარებელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან X შვიდეულის ოთხშაბათისა [2021 წელს: 12(25) აგვისტოს], დავითგარეჯელ ღირსმოწამეთა, და მაქსიმე აღმსარებელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XVI, 4-12. [დას. რჲე(165)]:

1 კორ. XVI: 4(ბ) † (ძმანო, †) უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ. 5 ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ (განვლო)* [განვჰვლო]**, რამეთუ მაკედონიასა განვჰვლი. 6 და, ვინ უწყის, თუ თქუენ თანა დავადგრე გინათუ და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი, 7 რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაჲ თქუენი; ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გჳბრძანოს. 8 ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე, 9 რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და (შემწე)* [მოქმედებითი]**, და მჴდომნი მრავალ არიან. 10 (და)* [ხოლო]** უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს (თქუენ თანა)* [თქუენდა მომართ]**, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე. 11 ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი და წარმო(მი)*გზავნეთ იგი მშჳდობით, რაჲთა მოვიდეს ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა. 12 ხოლო აპოლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა. და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 28-32. [დას. პვ(86)]:

მთ. XXI: 28(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: «შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა». 29 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: «არა მნებავს», ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. 30 და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: «წარვიდე, უფალო», და არა წარვიდა. 31 ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ?“ ჰრქუეს მას: „პირველმან მან“. ჰრქუა მათ იესუ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა, 32 რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი“.

† † † † † † †

ღირსმოწამეთა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 28-39. [დას. ჟთ(99)]:

ჰრომ. VIII: 28 † (ძმანო, †) ესე უწყით, (რამეთუ)* [ვითარმედ]** ღმრთისმოყუარეთა ყოველივე (განემარჯუების კეთილად)* [თანამოქმედ კეთილისა ექმნების]**, რომელნი-იგი (ბრძანებით ჩინებულ)* [ნებსით თჳსით წოდებულ]** არიან, 29 რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა, 30 ხოლო რომელნი-იგი წინაჲსწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. 31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს, ვინ არს ძჳრისმყოფელ ჩუენდა? 32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? 33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. 34 და ვინ არს დამშჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს. 35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა? ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? 36 ვითარცა წერილ არს: «რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი». 37 არამედ ამას ყოველსა (ზედა ვსძლევთ)* [ზეშთა-ვსძლევთ]** ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, 38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, 39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან [რამანმე]** დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა [მას]** ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

ღირსმოწამეთა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 8-12. [დას. ჲდ(64)]:

ლკ. XII, 8(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტევოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწავოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.

† † † † † † †

წმ. მაქსიმე აღმსარებელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 33-XII, 2. [დას. ტლ(330)]:

ებრ. XI, 33(ბ) † (ძმანო, ყოველნი წმიდანი †)  სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა; მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი; 34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ; განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ. 35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი, ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს, და არა (მოიღეს)* [მიიღეს]** მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს-იქმნენ; 36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილითა; 37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, 38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა. 39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არღა მოიღეს აღნათქუემი იგი, 40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ. XII, 1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარემოდგომილი*** ჩუენდა (სიმრავლე)* [ღრუბელი****]** წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და – მსწრაფლმომავალი იგი ცოდვაჲ, და მოთმინებით ვრბიოდით წინაგანმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს.

† † † † † † †    

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «ზედამდებარე» (περικείμενον).

**** ABCLect: «სიმრავლე» (νέφος ...).

† † † † † † †

წმ. მაქსიმე აღმსარებელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 8-12. [დას. ჲდ(64)]:

ლკ. XII, 8(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტევოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწავოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †