მარტვილიიდან X შვიდეულის სამშაბათისა [2021 წელს: 11(24) აგვისტოს], და დიდმოწამისა ევპოლოჲსი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XV, 29-38. [დას. რჲა(161)]:
1 კორ. XV: 29(ბ) † (ძმანო, †) რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? 30 ანუ ჩუენ რაჲსაღა-მე ვიჭირვით ყოველსა ჟამსა? 31 მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა. 32 უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? «ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!» 33 ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი. 34 განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ. 35 არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: «ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?» 36 უგუნურო, შენ რომელ დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის. 37 და რომელი-იგი დასთესი, არათუ იგი გუამი, რომელ ყოფად არნ, დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინათუ იფქლისაჲ ანუთუ სხუაჲ (რომელიმე)* [რაჲმე]** თესლი. 38 ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თითოეულსა თესლსა – თჳსი გუამი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 23-27. [დას. პე(85)]:
მთ. XXI: 23 და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, † (მას ჟამსა შინა †) მოუჴდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: „რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ? და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?“ 24 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: 25 ნათლისცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: „უკუეთუ ვთქუათ: «ზეცით იყო», გურქუას ჩუენ: «რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?» 26 და უკუეთუ ვთქუათ: «კაცთაგან», გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე“. 27 და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: „არა უწყით“. ჰრქუა მათ მანცა: „არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“.
† † † † † † †
დიდმოწამისა ევპოლოჲსი: ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 1-10. [დას. სჟბ(292)]:
2 ტიმ. II: 1(ბ) † (შვილო ტიმოთე, †) განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. 6 მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. 7 სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. 8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9 რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა» (μεταλαμβάνειν).
† † † † † † †
დიდმოწამისა ევპოლოჲსი: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 2-12. [დას. ჲგ(63)]:
ლკ. XII: 2(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3 ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს; და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4 ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5 ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6 ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7 არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტევოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწავოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †