მარტვილიიდან X შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) [2021 წელს: 10(23) აგვისტოს], და მოწამისა ლავრენტისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან X შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) [2021 წელს: 10(23) აგვისტოს], და მოწამისა ლავრენტისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XV, 12-19. [დას. რნთ(159)]:

1 კორ. XV: 12(ბ) † (ძმანო, †) უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან (ვინმე)* თქუენ შორის [ვიეთნიმე]**, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? 13 უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. 14 უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი. 15 ვიპოვენით უკუე ცრუმოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამე(ბ)*თ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან, 16 რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. 17 და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე. 18 და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე-სამე-წყმდენ. 19 უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 18-22. [დას. პდ(84)]:

მთ. XXI: 18(ბ) † (მას ჟამსა შინა მო-რაჲ-ვიდოდა იესუ †) ქალაქად, შეემშია. 19 და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: „ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ“. და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. 20 ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: „ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!“ 21 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას: «აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა!» – იყოს ეგრეთ. 22 და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ“.

† † † † † † †

მოწამისა ლავრენტისა: ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი,  II, 1-10. [დას. სჟბ(292)]:

2 ტიმ. II: 1(ბ) † (შვილო ტიმოთე, †) განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. 6 მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. 7 სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. 8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9 რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

† † † † † † †    

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** . . «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა» (μεταλαμβάνειν).

† † † † † † †

მოწამისა ლავრენტისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)]:

ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ:  «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ:  «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI: 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“

† † † † † † †    

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †