მარტვილიიდან IX კვირიაკისა [2021 წელს: 9(22) აგვისტოს], და მოციქულისა მატათიასი სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
საცისკრო სახარება IX: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XX, 19-31. [დას. ჲე(65)]:
ინ. XX: 19 † და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: „მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22 და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“. ხოლო მან ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“. 26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა, და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 27 მერმე ჰრქუა თომას: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი, და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. 28 მიუგო თომა და ჰრქუა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29 ჰრქუა მას იესუ: „რამეთუ მიხილე, და (გრწამს)* [გრწმენა]**. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. 30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 9-17. [დას. რკჱ(128)]:
1 კორ. III: 9(ბ) † (ძმანო, †) ღმრთისა (თანაშემწენი)* [თანამოქმედნი]** ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. 10 მადლითა მით ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარძი აშენებდეს, 11 რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე. 12 უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, (ანთრაკთა)* [ქვათა]** პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, 13 (კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს)* [თითოეულისა საქმე ცხად-იქმნეს, რამეთუ დღე საცნაურ-ჰყოფს]**, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. 14 რომლისა-იგი საქმე ეგოს, – რომელ აღაშენა, – სასყიდელი მოიღოს. 15 რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს***, ხოლო იგი (განერეს და ეგრეთ განერეს)* [ცხოვნდეს, არამედ – ესრეთ]**, ვითარცა ცეცხლისაგან. 16 არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? 17 რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** «იზღვიოს» – დაზარალდეს, ზარალი განიცადოს.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XIV, 22-34. [დას. ნთ(59)]:
მთ. XIV: 22(ბ) † (მას ჟამსა შინა იესუ †) აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტევოს ერი იგი. 23 და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან; და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. 24 ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით-კერძო. 25 და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. 26 ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: „საოცარ რაჲმე არს“, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. 27 მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: „კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“ 28 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. 29 ხოლო მან ჰრქუა: „მოვედ!“ და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. 30 და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: „უფალო, მიჴსენ მე!“ 31 და მეყსეულად განყო ჴელი იესუ, უპყრა მას და ჰრქუა: „მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?“ 32 და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. 33 ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. 34 და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
† † † † † † †
წმ. მატათიასი: საქმჱ მოციქულთაჲ I, 12-17, 21-26. [დას. ბ(2)]:
საქმ. I: 12(ბ) † (მათ დღეთა შინა მოიქცეს მოციქულნი †) იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ. 13 და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. 14 ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ (ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად)* [ერთბამად ლოცვასა]** დედებითურთ და მარიამ, დედით იესუჲსით, და ძმებითურთ მისით. 15 და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის (მოწაფეთა)* [ძმათა]** და თქუა (იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): 16 „კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა, 17 რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ (თანა)* [შორის]**, და ხუედრებულ [იყო]** წილი მსახურებისაჲ ამის... <...> 21 ჯერ-არს უკუე (ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ)* [შეკრებულთა ამათ ჩუენ თანა]** კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, 22 იწყო ნათლისცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე აღმაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი“. 23 და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა (და მერმე ეწოდა იუსტოს), და მატათია. 24 და ილოცეს და თქუეს: „შენ, უფალო, ყოველთა გულთა-მეცნიერო, გამოაჩინე (ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე)* [რომელი გამოირჩიე ამათ ორთაგანი ერთი]**, 25 მიღებად წილი მსახურებისა ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა“. 26 და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას [ზედა]**, და თანააღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.
† † † † † † †
წმ. მატათიასი: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 1-6. [დას. მ(40)]:
ლკ. IX: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა, და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2 და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3 და ჰრქუა მათ: „ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა: ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი; ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა“. 6 და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
† † † † † † †