მარტვილიიდან IX შვიდეულის შაბათისა [2021 წელს: 8(21) აგვისტოს], და ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
წმ. ექვთიმესი: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
და: წმ. ექვთიმესი: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:
მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.
† † † † † † †
ან: წმ. ექვთიმესი: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:
ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIV, 6-9. [დას. რიგ(113)]:
რომ. XIV: 6 † (ძმანო, †) რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა, 7 რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით (ცოცხალ)* [ცხოველ]** არს, და არავინ თავით თჳსით მოკუდების, 8 რამეთუ გინათუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინათუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინათუ ცოცხალ ვიყვნეთ გინათუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ, 9 რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხოვნდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XV, 32-39. [დას. ჲდ(64)]:
მთ. XV: 32(ბ) † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: „მეწყალის ერი ესე, რამეთუ, აჰა-ესერა, სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“. 33 ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: „ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი?“ 34 ჰრქუა მათ იესუ: „რაოდენი პური გაქუს?“ ხოლო მათ ჰრქუეს მას: „შჳდი პური და მცირედ თევზი“. 35 და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. 36 და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. 37 ჭამეს ყოველთა და განძღეს, და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი სავსე. 38 ხოლო რომელთა-იგი ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა. 39 და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †