მარტვილიიდან IX შვიდეულის პარასკევისა [2021 წელს: 7(20) აგვისტოს], და ღირსმოწამისა დომენტისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან IX შვიდეულის პარასკევისა [2021 წელს: 7(20) აგვისტოს], და ღირსმოწამისა დომენტისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIV, 26-40. [დას. რნზ(157)]:

1 კორ. XIV: 26(ბ) † (ძმანო, †) რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, – ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ. 27 უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინათუ უმრავლეს სამნი, [და – თჳს-თჳსად,]** და ერთი გამოსთარგმანებდინ. 28 ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა. 29 ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობდედ. 30 უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ, 31 რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ისწავებდენ და ყოველნი ნუგეშინისცემულ იყვნენ. 32 და სულები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილენ, 33 რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ; ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა. 34 დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს. 35 ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ; რამეთუ საძაგელ არს დედათა(ჲ)* ეკლესიასა შინა ზრახვად. 36 ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო (მიიწია?)* [მოიწია?]** 37 უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წინაჲსწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი. 38 ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ. 39 ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წინაჲსწარმეტყუელებად, და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. 40 ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 12-14, 17-20. [დას. პგ(83)]:

მთ. XXI: 12(ბ) † (მას ჟამსა შინა †) შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომელები იგი ტრედისმოფარდულთაჲ მათ დაუქცია. 13 და ჰრქუა მათ: „წერილ არს: «სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს», ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“. 14 და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი. <...> XXI: 17 დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ. 18 და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. 19 და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: „ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ“. და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. 20 ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: „ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!“

† † † † † † †

ღირსმოწამისა: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 10-17. [დას. სლგ(233)]:

ეფეს. VI: 10(ბ) † (ძმანო, †) განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა. 11 შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, 12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინადადგრომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14 მტკიცედ უკუე დეგით; მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ; 15 და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.

† † † † † † †

ღირსმოწამისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)]:

ინ. XV: 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ:  «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ:  «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI: 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“

† † † † † † †    

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †