6(19) აგვისტოს: უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალების საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.   

6(19) აგვისტოს: უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალების საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:      

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IX, 28-36. [დას. მე(45)]:

ლკ. IX: 28(ბ) † (მას ჟამსა შინა, †) წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, და აღვიდა მთასა ლოცვად. 29 და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა, და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30 და, აჰა-ესერა, ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31 რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32 ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33 და იყო განშორებასა მას მათსა მისგან, ჰრქუა პეტრე იესუს: „მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა, და ერთი ელიაჲსა“ (რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა). 34 და ვითარცა ამას იტყოდა აჰა, ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35 და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ“. 36 და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.

† † † † † † †

პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ მეორჱ, I, 10-19. [დას. ჲე(65)]:

2 პეტ. I: 10(ბ) † (ძმანო, †) ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე-ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ, რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე, 11 არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესსა, 12 რომლისათჳსცა არა უდებ-ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა. 13 ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა. 14 უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე, 15 და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ, 16 რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთმხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა, 17 რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ; ჴმაჲ, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდადშუენიერებისა დიდებისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“. 18 და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა. 19 და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაჲსწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ, რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ თუ, ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა.

† † † † † † †

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVII, 1-9. [დას. ო(70)]: 

მთ. XVII: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა †) წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. 2 და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. 3 და აჰა, ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს. 4 მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: „უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“. 5 და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა-ესერა, ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ. და აჰა, ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“. 6 და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. 7 და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: „აღდეგით და ნუ გეშინინ!“ 8 და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. 9 და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †

ხატზე: ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

ხატმწერი შოთა ცინცაძე.

† † † † † † †