მარტვილიიდან IX შვიდეულის ოთხშაბათისა და ხუთშაბათის [2021 წელს წაიკითხება: 5(18) აგვისტოს] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა (ოთხშაბათისა): კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 4-XIV, 5. [დას. რნდ(154)]:
1 კორ. XIII: 4 † (ძმანო, †) სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა (მაღლოინ)* [ცუნდრუკებს***]**, არა განლაღნის, 5 არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, (არა)* [არად]** შეჰრაცხის ბოროტი, 6 არა უხარინ სიცრუვესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. 7 ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. 8 სიყუარული არასადა დავარდების გინათუ წინაჲსწარმეტყუელებანი განქარდენ ანუთუ ენანი და-ვე-სცხრენ გინათუ მეცნიერებანი განქარდენ, 9 რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაჲსწარმეტყუელებთ. 10 ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდესვე. 11 ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე, ვითარცა ყრმაჲ, [გულისხმა-ვჰყოფდ, ვითარცა ყრმაჲ]**, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი, 12 რამეთუ ვხედავ[თ]** აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი (მცირედ)* [კერძოდ]**, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა (შევემეცნე)* [ცნობილ ვიქმენ]**. 13 ხოლო აწ-ესერა, ჰგიეს: სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს. XIV: 1 (შეუდეგით)* [მისდევდით****]** სიყუარულსა და ჰბაძევდით (სულიერსა მას)* [სულიერთა მათ]**, უფროჲსღა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელებდეთ, 2 რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳნ საიდუმლოთა. 3 ხოლო რომელი წინაჲსწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინისცემასა. 4 რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებნ. 5 მნებავს თქუენ ყოველთა[ჲ]** ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა[-არა]* რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ, რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** „არა ცუნდრუკებს“ (οὐ περπερεύεται). შდრ. კომენტარი: „ესე იგი არს, ვითარმედ არარას იქმს აღტაცებით და სისუბუქით, არამედ – მძიმედ და დაწყნარებულად“ (ეფრ. II, 137).
**** «მისდევდით სიყუარულსა» – ხაზგასმული სიტყვა, რაც ეფრემისეულია, ABC-ში წარმოდგენილია ტერმინით: «შეუდეგით», რაც ასევე მართებულია, თუმცა კონტექსტის ის სემანტიკური ნიუანსი, რაც შესაბამის განმარტებაშია გაცხადებული, ეფრემისეული შესატყვისის მიზანშეწონილობას გვიკარნახებს (შდრ. „აწ გუამცნებს არა რაჲთა შეუდგეთ, ანუ რაჲთა ლიტონად გუეპყრას ოდენ, არამედ რაჲთა მივსდევდეთ-ცა მას და უწყოდით მალიადობაჲ და მკჳრცლ-თანაწარმავალობაჲ მისი, უკუეთუ არა ჩუენ ყოვლითა ძალითა მივსდევდეთ მას,...“ ეფრ. II, 296-297).
† † † † † † †
რიგისა (ოთხშაბათისა):სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XX, 1-16. [დას. პ(80)]:
მთ. XX: 1(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: „ემსგავსა †) სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2 და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3 და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4 და ჰრქუა მათ: «წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ». 5 ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6 ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: «რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად?» 7 ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: «არავინ დამიდგინნა ჩუენ». ჰრქუა მათ: «წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ». 8 და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: «მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან ვიდრე პირველთამდე». 9 მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10 მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11 ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12 და იტყოდეს, ვითარმედ: «უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე». 13 ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: «მოყუასო, არარას გავნებ შენ; ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14 მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15 ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? ანუ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ* მე სახიერ ვარ?» 16 ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი – წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი – რჩეულ“.
† † † † † † †
* [სქოლიო 27*]: „ანუ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ?“ – ძირითად ქართულ ოთხთავებში (მათ შორის გიორგისეულშიც), ერთი მხრივ, «ანუ»-ს ნაცვლად გვაქვს «არამედ» (ჰადშურში «თუ»), მეორე მხრივ კი – «რამეთუ»-ს ნაცვლად «ხოლო», რაც წინადადებას გაუგებარს ხდის (შდრ. ჯრუჭ-პარხლისა და გიორგის რედაქციები: „არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ?“; ჰადიშური: „თუალი შენი თუ უკეთურ არს, ხოლო მე უხუ ვარ“). თუმცა ბერძნულ ნუსხებსა და სხვაენოვან თარგმან-რედაქციებში, ერთი მხრივ, კვლავ იგივე ნაწილაკია (კითხვითი შინაარსით) დამოწმებული, რაც წინადადების თავში, მეორე მხრივ კი სახეზეა „რამეთუ“-ს შესატყვისი ὅτι (შდრ. ἢ ὁ ὀφθαλμός σου πονηρός ἐστιν ὅτι ἐγὼ ἀγαθός εἰμι; <...>). მართებული «რამეთუ» წარმოდგენილია ექვთიმესეულ თარგმანში, ხოლო – «ანუ» Lect-ში (შდრ. ეს უკანასკნელი: „ანუ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ“). საგულისხმოა, რომ ჰადიშურში კითხვითი ფორმა დაცულია.
† † † † † † †
ხუთშაბათისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIV, 6-19. [დას. რნე(155)]:
1 კორ. XIV: 6(ბ) † (ძმანო, †) მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲმე გარგო თქუენ, არათუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნიერებითა ანუ წინაჲსწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა? 7 ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან ანუთუ ნესტუმან ანუ ებანმან, უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? 8 და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? 9 ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქმნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. 10 ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო. 11 უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა, ვითარცა (სხუაჲ ენაჲ)* [ბარბაროზ]**, და რომელი-იგი (მეტყოდის მე, ვითარცა სხუაჲ ენაჲ)* [იტყოდის ჩემდა მომართ ბარბაროზ]**. 12 ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა***, აღსაშენებელად ეკლესიისასა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით. 13 ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს. 14 რამეთუ, უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს. 15 აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; (ვგალობდე)* [ვფსალმუნებდე]** თუ სულითა, (ვგალობდე)* [ვფსალმუნებ]** გონებითაცა. 16 (ხოლო)* [რამეთუ]** უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას „ამენი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის, 17 რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების. 18 ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთა[ჲ]**სა ენათა ვიტყჳ. 19 არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბევრთა სიტყუათა ენითა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** შდრ. კომენტარი: „«...მოშურნე ხართ სულთა», – ესე იგი არს მადლთა სულიერთა“ (ეფრ. II, 300).
† † † † † † †
ხუთშაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XX, 17-28. [დას. პა(81)]:
მთ. XX: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა †) აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: 18 „აჰა-ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად; 19 და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“. 20 მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. 21 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: „რაჲ გნებავს?“ ჰრქუა მას: „თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა“. 22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლისღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლისღებად?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ძალ-გჳც“. 23 ჰრქუა მათ იესუ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლისღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“. 24 ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. 25 ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: „უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? 26 ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ. 27 და რომელსა უნებს თქუენ შორის წინაყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. 28 ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †