მარტვილიიდან IX შვიდეულის სამშაბათის [2021 წელს: 4(17) აგვისტო] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან IX შვიდეულის სამშაბათის [2021 წელს: 4(17) აგვისტო] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XII, 12-26. [დას. რნბ(152)]:

1 კორ. XII: 12 ვითარცა-იგი † (ძმანო, ვითარცა[-იგი] †) გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ, მრავალ ღათუ არს, ერთ გუამვე არს, ეგრეთცა – ქრისტე, 13 რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ გინათუ ჰურიათა გინათუ წარმართთა გინათუ მონათა გინათუ აზნაურთა; და (ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს)* [ყოველნივე ერთისა მიერ სულისა მორწყულ ვართ***]**. 14 და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ. 15 უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან: «არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი». ამისაგან-მე არა არსა მის გუამისაგანი? 16 ანუთუ თქუას ყურმან, რამეთუ: «არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი». ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი? 17 უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი? 18 აწ-ესერა, ღმერთმან დასხნა ასონი იგი თითოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება. 19 ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი? 20 ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ – გუამი. 21 ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: «არა მიჴმ შენ» ანუ კუალად თავმან – ფერჴთა, ვითარმედ: «არა მიჴმთ თქუენ», 22 არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს. 23 და რომლისასა ვჰგონებთ უპატიოყოფად (გუამისაგან)* [გუამისა მისგან]**, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს; 24 ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი, 25 რაჲთა არა იყოს (წვალება ჴორცთა მათ შინა)* [განხეთქილება გუამსა შინა]**, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი. 26 და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა უხაროდის ყოველთა ასოთა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** „ყოველნივე ერთისა მიერ სულისა მორწყულ ვართ“ – ეფრ. (πάντες ν πνεμα ποτίσθημεν, სლავ. вси единем духом напоихомся). შდრ. კომენტარი: „რომელი-ესე სახედ შემოიღო ნერგთაგან, რომელნი ერთისა და მისვე წყაროჲსაგან ირწყვებოდიან“ (ეფრ. II, 283).

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVIII, 18-22; XIX, 1-2, 13-15. [დას. ოვ(76)]:

მთ. XVIII: 18 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. 19 კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. 20 რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“. 21 მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: „უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტევო მას? ვიდრე შჳდგზისამდეა?“ 22 ჰრქუა მას იესუ: „არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათ შჳდგზის“. <...> XIX: 1 და იყო, ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა. 2 და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. <...> 13 მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ. 14 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“. 15 და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და [ვითარცა] წარვიდა მიერ.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †