მარტვილიიდან IX შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) [2021 წელს: 3(16) აგვისტო], და პირველმოწამისა რაჟდენისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი.

მარტვილიიდან IX შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა) [2021 წელს: 3(16) აგვისტო], და პირველმოწამისა რაჟდენისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XI, 31-XII, 6. [დას. რნ(150)]:

1 კორ. XI: 31(ბ) † (ძმანო, †) უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. 32 ხოლო (გან-თუ-ვიკითხვით)* [განვიკითხვოდით რაჲ]**, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ. 33 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით. 34 ხოლო უკუეთუ ვისმე ჰშიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ. ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო. XII:1 ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი. 2 უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი (წარმართღა)* [წარმართ]** იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა, ვითარ-იგი (შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით)* [ჰყვებოდეთ, იყვანებოდეთ***]**. 3 ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: «შეჩუენებულ იესუ», და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად: «უფალი იესუ», გარნა სულითა წმიდითა. 4 ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. 5 და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს. 6 და განყოფანი (შეწევნათანი)* [მოქმედებათანი]** არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** «კერპთა მათ მიმართ უჴმოთა, ვითარ-იგი ჰყვებოდეთ, იყვანებოდეთ» – ნიშნავს: «უხმო კერპებისადმი, თითქოსდა [ვინმეს] მიჰყვებოდეთ, მიიყვანებოდით». შდრ. კომენტარი: „საეშმაკოჲსა სულისა მიერ აღძრული იგი გრძნეული არღარა თავით თჳსით ვალს ცნობიერი, არამედ ვითარცა აღბორგებული და ცნობამიღებული ჰყვების [= მიჰყვება, ე. ჭ.] მას, რომლისაგან იყვანების [= წაიყვანება, ე. ჭ.] და არცა ერთი რაჲ უწყის, რასა-იგი იტყჳს, ხოლო წინაჲსწარმეტყუელი არა ეგრეთ, არამედ ცნობიერითა და ფრთხილითა გონებითა დაწყნარებულად ვალს და გულისჴმისყოფით იტყჳს, რასა-იგი იტყჳს“ (ეფრ. II, 277). მოტანილი სიტყვები ABCLect-ში აზრობრივად ბუნდოვანია: «კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით». ასევე ბუნდოვანია ეფრემისეული ტექსტი: «კერპთა მიმართ უჴმოთა, ოდეს-იგი ჰყვებოდეთ, ვითარცა იყვანებოდეთ».

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVIII, 1-11. [დას. ოდ(74)]:

მთ. XVIII: 1 მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: „ვინმე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ 2 და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა 3 და ჰრქუა: „ამენ გეტყჳ თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ, და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. 4 რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. 5 და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. 6 და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. 7 ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. 8 უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისაჲ გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. 9 და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. 10 ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. 11 რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა.

† † † † † † †

პირველმოწამისა რაჟდენისა: ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი,  II, 1-10. [დას. სჟბ(292)]:

2 ტიმ. II: 1(ბ) † (შვილო ტიმოთე, †) განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან, მრავალთა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არათუ შჯულიერად იღუაწოს. 6 მშრომელისა მის ქუეყანისმოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად (ნაყოფისა)* [ნაყოფთა]** მოღებაჲ***. 7 სცნობდ, (რომელსა-ესე)* [რომელსა-ეგე]** გეტყჳ, რამეთუ მოგცეს შენ უფალმან (გულისჴმისყოფაჲ)* [გულისხმისყოფაჲ]** ყოველსა შინა. 8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან (დავითისა)* [დავითისსა]**, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა, 9 რომელსა შინა ძჳრს-ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრისმოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ (პოონ)* [პოვონ]** ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

† † † † † † †    

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** . . «მიღება», «გასინჯვა», «ხმევა» (μεταλαμβάνειν).

† † † † † † †

პირველმოწამისა რაჟდენისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)]:

ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ:  «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ:  «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI: 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“

† † † † † † †    

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †