მარტვილიიდან VIII შვიდე­ულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 30 ივლისის (12 აგვისტოს)], აღმსარებელისა ცოტნესი, და მოწამისა იოანე მხედრისა სამოცი­ქულოსა და სახარების საკითხავ­ნი.

მარტვილიიდან VIII შვიდე­ულის ხუთშაბათისა [2021 წელს: 30 ივლისის (12 აგვისტოს)], აღმსარებელისა ცოტნესი, და მოწამისა იოანე მხედრისა სამოცი­ქულოსა და სახარების საკითხავ­ნი:

რიგისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 28-XI, 7. [დას. რმზ(147)]:

1 კორ. X: 28(ბ) † (ძმანო, †) უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: «ესე ნაკერპავი არს», ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და (იჭჳსა, რამეთუ «უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი». 29 იჭჳსა)* [სჳნიდისისა***. 29 სჳნიდისსა]** მას ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა, რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა (იჭჳსაგან?)* [სჳნიდისისაგან?]** 30 უკუეთუ მე (მადლობით)* [მადლით****]** ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ? 31 გინათუ შჭამდეთ გინათუ სუმიდეთ გინათუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ. 32 დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და (ეკლესიათა ღმრთისათა)* [ეკლესიისა ღმრთისა]**, 33 ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობესსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხოვნდენ. XI: 1 მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა. 2 ხოლო გაქებ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი (მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი, შეიკრძალეთ. 3 და)* [მოგეც თქუენ, მოცემული იგი შეგიკრძალავს. 3 ხოლო]** მნებავს თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა – ქმარი; და თავ ქრისტესა – ღმერთი. 4 ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინათუ წინაჲსწარმეტყუელებდეს თავდაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა. 5 და ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაჲსწარმეტყუელებდეს თავდაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი, 6 რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან. 7 მამაკაცისა უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს; ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისაჲ არს...

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** [სქოლიო 597]: აქ CD-ში ემატება: „რამეთუ «უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი»“, რაც არ არის ABLect-ში და არც მნიშვნელოვან ბერძნულ ნუსხათა აბსოლუტურ უმრავლესობაში (<...>).

**** ეფრ. (χάριτι, <...>). შდრ. კომენტარი: „მე ესევითარი მადლით-გამოჴსნაჲ მომიღებიეს, რომელ ზეშთაქმნულ ვარ ჰურიაებრსა მას სიწლო-სიჴშოსა ჭამადთა კრძალვისასა" (ეფრ. II, 262). ABCLect „მადლობითა“.

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVI, 24-28. [დას. ჲთ(69)]:

 მთ. XVI: 24(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე, 25 რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი, 26 რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? 27 რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. 28 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“.

† † † † † † †

წმ. ცოტნესი: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 10-17. [დას. სლგ(233)]:

ეფეს. VI: 10(ბ) † (ძმანო, †) განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა. 11 შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, 12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინადადგრომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14 მტკიცედ უკუე დეგით; მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ; 15 და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.

† † † † † † †

წმ. ცოტნესი: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 8-12. [დას. ჲდ(64)]:

ლკ. XII, 8(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტევოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.

† † † † † † †

წმ. იოანე მხედრისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 9-16. [დას. ნა(51)]:

ინ. XV: 9 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. 10 უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. 11 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. 12 რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარობდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. 13 უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. 14 თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. 15 არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. 16 არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.

† † † † † † †

წმ. იოანე მხედრისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქუ­ლისა პავლჱსი, XV, 1-7. [დას. რივ(116)]:

რომ. XV, 1(ბ) † (ძმანო, †) თანა-გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნოყოფად. 2 კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად. 3 და რამეთუ ქრისტეცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ, ვითარცა წერილ არს: «ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა», 4 რამეთუ რაოდენი-იგი წინაჲსწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინისცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. 5 ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესუჲს მიერ, 6 რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 7 ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა.

† † † † † † †

იოანე მხედრისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVI, 24-28. [დას. ჲთ(69)]:

 მთ. XVI: 24(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე, 25 რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი, 26 რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? 27 რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. 28 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †