2024 წლის 16 ივნისი

საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. მწუხრზე: წმიდათა მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21. ცისკარზესახარება X: ინ. XXI, 1-14. [დას. ჲვ(66)]. ჟამისწირვაზერიგისა (318-თა მამათა): საქმ. XX, 16-18, 28-36. [დას. მდ(44)]. ინ. XVII, 1-13. [დას. ნვ(56)]. მოციქულთა სწორთა (I-ქართულიდან): 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]. ლკ. X, 1-15. [დას. (50)]; 

საცისკრო სახარება X: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 1-14. [დას. ჲვ(66)]:

ინ. XXI: 1() † (მას ჟამსა შინა †) გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: 2 იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), და ნათანაელ (რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ), და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. 3 ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: „წარვიდე სათხევლობად“. ჰრქუეს მას: „მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა“. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. 4 და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. 5 ჰრქუა მათ იესუ: „ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა?“ მიუგეს და ჰრქუეს: „არა“. 6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „სდევით ბადე ეგე მარჯუენით-კერძო ნავისა მაგის და ჰპოვოთ“. ხოლო მათ სდვეს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევაჲ სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. 7 ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: „უფალი არს“. ხოლო სიმონ-პეტრეს, ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. 8 ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა. 9 და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. 10 ჰრქუა მათ იესუ: „მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ“. 11 აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. 12 ჰრქუა მათ იესუ: „მოვედით და ისადილენით“. და არავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. 13 მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.

 

† † † † † † †

რიგისა (პირველი კრების მამათა): საქმჱ მოციქულთაჲ, XX, 16-18, 28-36. [დას. მდ(44)]:

საქმ. XX: 16 † (მათ დღეთა შინა †) ინება პავლე ეფესოჲსა თანაწარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს. 17 ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. 18() და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: <...> 28 „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა ეპისკოპოსად, დამწყსად ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა. 29 და აჰა, მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. 30 და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შედგომად მათდა. 31 ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა. 32 და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა. 33 ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისაჲ არავისი გულმან-მითქუა. 34 თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა, და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს. 35 და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთაჲ მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: «ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა»“. 36 და ესე რაჲ თქუა, დაიდგნა მუჴლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა.

† † † † † † †

რიგისა (პირველი კრების მამათა): სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XVII, 1-13. [დას. ნვ(56)]:

ინ. XVII: 1() † (მას ჟამსა შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ †) ზეცად და თქუა: „მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. 2 ვითარცა-ესე მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. 3 და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ, მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი, და რომელი მოავლინეიესუ ქრისტე. 4 მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო. 5 და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლისდაბადებისა. 6 გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან. შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს. 7 და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს, 8 რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე. 9 მე მათთჳს გკითხავ; არათუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან. 10 და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის. 11 და არღარა ვარ მე სოფელსა ამას და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ (ერთობით)* [ერთ]**, ვითარცა ჩუენ. 12 ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა. რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს. 13 ხოლო აწ შენდა მოვალ და ამას ვიტყჳ სოფელსა შინა, რაჲთა აქუნდეს მათ სიხარული ჩემი სავსებით.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

მოციქულთა სწორთა (I-ქართულიდან): კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 9-16. [დას. რლა(131)]:

1 კორ. IV: 9() † (ძმანო, †) ღმერთმან ჩუენ, მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10 ჩუენსულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენუძლურ, ხოლო თქუენძლიერ; თქუენდიდებულ, ხოლო ჩუენგინებულ. 11 ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, 12 და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გინებულნი ვაკურთხევთ, დევნილნი თავს-ვიდებთ; 13 გმობილნი ვჰლოცავთ]**. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა წარსაჴოცელ***** მოაქამდე. 14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, 15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16 გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).

**** [სქოლიო 590]: „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგანდამჭნარი და იფქლისაგანმიწაჲ“ (ეფრ. II, 202).

***** [სქოლიო 591]: „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ" (ეფრ. II, 202). შდრ. . აბულაძის განმარტება: „ნასხურისახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).

† † † † † † †

მოციქულთა სწორთა (I-ქართულიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 1-15. [დას. (50)]:

ლკ. X: 1() † (მას ჟამსა შინა გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდაათნი მოწაფენი †) და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2 და ეტყოდა მათ: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3 წარვედით! აჰა-ესერა, მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4 ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ; და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5 და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: „მშჳდობაჲ სახლსა ამას!“ 6 და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან; უკუეთუ არათქუენდავე მოიქცეს. 7 მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს-არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა; ნუ მიხუალთ სახლითი-სახლად; 8 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინადაგებულსა თქუენსა 9 და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: «მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ». 10 და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11 «აჰა-ესერა, მტუერი, რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ». 12 გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. 13 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14 ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს საშჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15 და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.

† † † † † † †

† † † † † † †