2024 წლის 15 ივნისი

ჟამისწირვაზერიგისა: საქმ. XX, 7-12. [დას. მგ(43)]. ინ. XIV, 10-21. [დას. მჱ(48)].

† † † † † † †

რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XX, 7-12. [დას. მგ(43)]:

საქმ. XX: 7() † (მათ დღეთა შინა, †) ერთსა მას შაბათთასა, შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისასა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუაღამედმდე. 8 იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით. 9 ხოლო ჯდა ვინმე ჭაბუკი ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა, და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამსართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი. 10 გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: „ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს“. 11 აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალჟამ ზრახვიდაღა ვიდრე განთენებადმდე, და ესრეთ განვიდა. 12 ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არამცირედ

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIV, 10-21. [დას. მჱ(48)]:

ინ. XIV: 10 „... არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) სიტყუათა, რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. 11 გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი. 12 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ. 13 და რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა. 14 და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო. 15 უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით. 16 და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. 17 სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს. 18 არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა. 19 მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ. 20 მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის. 21 რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე, ხოლო რომელსა უყუარ მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“.

† † † † † † †