2024 წლის 14 ივნისი

საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ჟამისწირვაზერიგისა: საქმ. XIX, 1-8. [დას. მბ(42)]. ინ. XIV, 1-11. [დას. მზ(47)]. ღირსმოწამეთა (II ქართულიდან): რომ. VIII, 28-39. [დას. ჟთ(99)]. და: მთ. X, 32-33, 37-38; XIX, 27-30. [დას. ლჱ(38)] ან: ლკ. XII, 8-12. [დას. ჲდ(64)] ან: ღირსთა (?) (I-ქართულიდან): გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]. ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)] (I-ქართულიდან).

† † † † † † †

რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XIX, 1-8. [დას. მბ(42)]:

საქმ. XIX: 1 † (მათ დღეთა შინა †) იყო, აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა, პავლეს მოევლო ზემოკერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი. 2 და ჰრქუა მათ: „უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს?“ ხოლო მათ ჰრქუეს მას: „არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს“. 3 ჰრქუა მათ პავლე: „რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს?“ და მათ ჰრქუეს: „იოვანეს ნათლისცემითა“. 4 ჰრქუა მათ პავლე: „იოვანე ნათელ-სცემდა ნათლისცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისსა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს, იესუ ქრისტე“. 5 ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. 6 და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა და იტყოდეს ენათა და წინაჲსწარმეტყუელებდეს. 7 ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. 8 შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ (თუე)* [თთუე]**; ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIV, 1-11. [დას. მზ(47)]:

ინ. XIV: 1 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი; გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ. 2 სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: «მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი». 3 და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ. 4 და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაჲცა იგი იცით“. 5 ჰრქუა მას თომა: „უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად?“ 6 ჰრქუა მას იესუ: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ. არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. 7 უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“. 8 ჰრქუა მას ფილიპე: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა“. 9 ჰრქუა მას იესუ: „ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: «მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი»? 10 არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა, რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა. 11() გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †

 

1 კორ. XII: 7() † (ძმანო, †) თითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს. 8 [რამეთუ]** რომელსამე სულისა (მისგან მიცემულ არს)* [მიერ მიეცემის]** სიტყუაჲ სიბრძნისაჲ; ხოლო სხუასასიტყუაჲ მეცნიერებისაჲ, მითვე სულითა; 9 და სხუასასარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან; რომელსამემადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა; 10 რომელსამე – (შეწევნანი)* [მოქმედებანი]** ძალთანი; რომელსამეწინაჲსწარმეტყუელებაჲ; რომელსამეგანკითხვაჲ სულთაჲ; და სხუასათესლად-თესლადი ენათაჲ; და სხუასათარგმანებაჲ ენათაჲ. 11 ხოლო (ამას ყოველსა შეეწევის)* [ამის ყოვლისა მაქმნეველ*** არს]** ერთი და იგივე სული; განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** . . «გამკეთებინებელი». შდრ. კომენტარი: „«ამის ყოვლისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული» და არა თჳთ მოქენე [მთხოვნელი, ..], რაჲთამცა სხუამან ვინმე აქმნია [გააკეთებინა, . .] მას, ვითარცა მონასა, არამედ თჳთ სხუათა აქმნევს [აკეთებინებს, ამოქმედებს, . .] მეუფებრ და ღმრთეებრ და თჳთმფლობელობით" (ეფრ. II, 137). ABC ნაკლებტერმინოლოგიურია: „ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული“.

† † † † † † †

ან: ღირსისა ეფთვიმესი (I-ქართულიდან): გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:

გალ. V: 22() † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 27-30. [დას. მგ(43)]:

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“.

† † † † † † †