ჟამისწირვაზე: რიგისა: საქმ. XXI, 8-14 [დას. მე (45)]. ინ. XIV, 27 –XV, 7 [დას. მთ (49)] მღდელთმთავრისა მიტროფანესი (I-ქართულიდან): ებრ. VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)]. ინ. X, 9-16. [დას. ლვ(36)].
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XXI, 8-14. [დას. მე(45)]:
საქმ. XXI: 8(ბ) † (მათ დღეთა შინა †) გამოვედით მიერ და შევედით კესარიად, და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა. 9 ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაჲსწარმეტყუელნი. 10 და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალდღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაჲსწარმეტყუელი, სახელით აგაბოს. 11 და მოვიდა ჩუენდა და აღიღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: „ამას იტყჳს სული წმიდაჲ: «კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელთა წარმართთასა»“. 12 ხოლო ჩუენ, ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას, და – მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ. 13 მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: „რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს იესუჲსა“. 14 ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: „ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!“
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIV, 27-XV, 7. [დას. მთ(49)]:
ინ. XIV: 27(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, ნუცა ეშინინ. 28 გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: «წარვალ და მოვიდე თქუენდა». უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს. 29 და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს. 30 არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოვოს არარაჲ, 31 არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მე მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეთცა ვყო. აღდეგით, (და)* წარვიდეთ ამიერ. XV: 1 მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2 ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ. 4 დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა; ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. 5 მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6 უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას. 7 უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
<ძმანო, შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა> ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
ინ. X, 9-16. [დას. ლვ(36)]:
9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს, 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს...“