2024 წლის 26 მაისი

ცისკარზესახარება IV: ლკ. XXIV, 1-12. [დას. რიბ(112)]. ჟამისწირვაზერიგისა: საქმ. IX, 32-42. [დას. კგ(23)] ინ. V, 1-15. [დას. იდ(14)]. წმ. ეფთვიმესი: 1 კორ. XII, 7-11. [დას. რნა(151)] (II-ქართულიდან); ან: გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)] (I-ქართულიდან); მთ. XI, 27-30. [დას. მგ(43)]

† † † † † † †

ლკ. XXIV, 1-12. [დას. რიბ(112)].

1 ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს † (ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს დედანი †) საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2 და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3 და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4 და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს; და, აჰა-ესერა, ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5 და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: „რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6 არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7 და თქუა, ვითარმედ: «ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარცუმად, და მესამესა დღესა აღდგომად»“. 8 და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9 და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10 ხოლო იყვნეს მაგდანელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი, და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11 და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი მათ წინაშე, და არა ჰრწმენა მათი. 12 ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად. და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე

† † † † † † †

 

საქმჱ IX, 32-42. [დას. კგ(23)]

IX: 32 და † (მათ დღეთა შინა †)იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლუდიას. 33 და პოვა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღუეულ. 34 და ჰრქუა მას პეტრე: „ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი“. და მეყსეულად აღდგა. 35 და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონისათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა. 36 ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა (რომელი გამოითარგმანების «ქურციკ»). ესე სავსე იყო ქველისსაქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა. 37 და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა. 38 რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: „ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე“. 39 და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარემოადგა მას ქურივები იგი. ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა. 40 ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: „ტაბითა, აღდეგ!“ და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. 41 ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი, და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. 42 აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი.

 

სახარებაჲ იოვანესი, V, 1-15. [დას. იდ(14)].

1 ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და † (მას ჟამსა შინა, †) აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 2 და არს იერუსალჱმს ცხოვართსაბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთესდა, და ხუთ სტოვა იყო. 3 ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. 4 რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა. 5 იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოცდაათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. 6 ესე იხილა იესუ მდებარე და გულისხმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: „გნებავსა, რაჲთა განიკურნო?“ 7 მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: „უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს აღიმრღუეს წყალი ესე, შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის“. 8 ჰრქუა მას იესუ: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ 9 და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. 10 ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: „შაბათი არს და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი“. 11 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: „რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მრქუა: «აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!»“ 12 ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: „ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: «აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე»?” 13 ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. 14 ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“. 15 წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.

† † † † † † †

 

† † † † † † †

<ძმანო, ნაყოფი> სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

 

 

მთ. XI: 27 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, 30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს