2024 წლის 25 მაისი

რიგისა: საქმ. IX, 19-31. [დას. კბ(22)] ინ. XV, 17 – XVI, 2 [დას. ნბ(52)]. მღდელთმთავართა: ებრ. VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)] მთ. V, 14-19. [დას. ია(11)].

† † † † † †

საქმ. IX, 19-31. [დას. კბ(22)]

IX: 19 და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ † (მათ დღეთა შინა, [სავლე]* იყო [მუნ]* †) მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე რაოდენმე; 20 და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ ესე არს ძე ღმრთისაჲ. 21 და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთმოძღუართა თანა?“ 22 ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკოს შინა, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ ესე არს ქრისტე. 23 ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი. 24 და ეუწყა სავლეს ძჳრისზრახვაჲ მათი, რამეთუ სცვიდეს ბჭეთა დღე და ღამე, რაჲთამცა ვითარ მოკლეს იგი. 25 და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა. 26 და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, ღონე-ჰყოფდა შერთვად მოწაფეთა მათ, და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე. 27 ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას, და ვითარ-იგი დამასკოს შინა უშიშად ქადაგა სახელითა იესუჲსითა. 28 და იყო მათ თანა და შევიდოდა და გამოვიდოდა იერუსალჱმს, და უშიშად ქადაგებდა სახელითა უფლისა იესუჲსითა. 29 ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლმეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი ზრახვიდეს მოკლვასა მისსა. 30 და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ. 31 ხოლო ეკლესიანი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინისცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.

* სამწუხაროდ, 2010 წლის სამოციქულოში ეს სიტყვა გამოტოვებულია.

 

სახარებაჲ იოანესი, XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)].

XVI: 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „...ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა“. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: „მომიძულეს მე ცუდად“. 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

XVI(16): 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა...“

† † † † † † † † † †

 

<ძმანო, შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა> ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

 

14 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. 15 არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. 16 ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. 17 ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაჲსწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. 18 ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. 19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა...“

† † †