საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ჟამისწირვაზე – რიგისა: ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. X, 1-16. [დას. კდ(24)] ინ. VI, 56-69. [დას. კდ(24)]
2 ტიმ. II, 1-10. [დას. სჟბ(292)]. ინ. XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)].
† † † † † † †
საქმჱ X, 1-16. [დას. კდ(24)]
1 † (მათ დღეთა შინა, †) კაცი ვინმე იყო კესარიას შინა, სახელით კორნელიოს, ასისთავი, გუნდისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, 2 კეთილადმსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით. იქმოდა ქველისსაქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. 3 იხილა მან ჩუენებით განცხადებულად, ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: „კორნელიე!“ 4 და მან მიჰხედა მას და ზარი-განჰჴდა, და ჰრქუა მას: „რაჲ არს, უფალო?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „ლოცვანი შენნი და ქველისსაქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე (უფლისა)* [ღმრთისა]**. 5 და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. 6 ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა (ტაძარი)* [სახლი]** ახს ზღუასა“. 7 და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისაგანსა, კეთილადმსახურსა, წინაშემდგომელსა მისსა, 8 და უთხრა მათ
ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ. 9 და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, 10 რამეთუ შეემშია და უნდა პირისა-ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი განუმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ. 11 და ჰხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა, ოთხთაგან კიდეთა ზედამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, 12 რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი, და მჴეცი ქუეყანისაჲ, და მფრინველნი ცისანი. 13 და იყო ჴმაჲ (მისსა)* [მისა]** მიმართ: „აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე!“. 14 მიუგო პეტრე და თქუა: „ნუ იყოფინ, (უფალო,)* [უფალო!]** რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა“. 15 და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო (მისსა)* [მისა]** მიმართ და თქუა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ (შეგინებულ-გიჩნს)* [შეგინებულ-გიჩნნ]**“. 16 ხოლო ესე იყო სამგზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ იოვანესი, VI, 56-69. [დას. კდ(24)].
VI: 56 „ ... და † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა. 57 ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოვნდეს ჩემ მიერ. 58 რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს; ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხოვნდეს უკუნისამდე“. 59 ესე თქუა შესაკრებელსა შორის, და ასწავებდა კაპერნაუმს. 60 მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე; ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?“ 61 იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისთჳს, და ჰრქუა მათ: „ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? 62 უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ? 63 სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება; 64 არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს“. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს ანუ ვინ არს მიმცემელი მისი. 65 და ეტყოდა: „ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა“. 66 ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა. 67 ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: „ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?“ 68 მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: „უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ, 69 და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“.