მარტვილიიდან XXIII შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 1(14) ნოემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VIII, 1-5. [დას. რპე(185)]:
2 კორ. VIII: 1 ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, † (ძმანო, გაუწყებ თქუენ †) მადლსა მას ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა, 2 რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან, და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გარდაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა, 3 რამეთუ (მსგავსად ძალისა მათისა – ვეწამები, – და უფროჲს ძალისაცა,)* [ძალისაებრ, – ვეწამები, – და ზეშთა ძალისაცა]** ნებსით თჳსით. 4 მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს [ჩუენ]** მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ. 5 და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VIII, 16-21. [დას. ლვ(36)]
ლკ. VIII: 16 † (ჰრქუა უფალმან: †) „არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ. 17 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს. 18 იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას“. 19 მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან. 20 უთხრეს მას და ეტყოდეს: „დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს“. 21 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი“.
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.